ომბუდსმენის აპარატი

3 Apr. 2023, 14:01

წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, პენიტენციური სისტემა პატიმრების სხვადასხვა მეთოდით გაჩუმებაზეა ორიენტირებული. ამ მხრივ უმთავრესი პრობლემაა არაფორმალური მმართველობა, რომელზეც სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, თუმცა, გაწეული ადვოკატირების მიუხედავად, პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. 

არაფორმალური მმართველობა პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. [...]

კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა. ასევე, პრობლემურია პატიმრებისათვის სომატურ და ფსიქიატრიულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა პატიმრის გარდაცვალების მიზეზიც გახდეს.

ამის შესახებ საუბარია ომბუდსმენის 2022 წლის ანგარიშში, რომელიც ლევან იოსელიანმა წარადგინა. ეს არის ბოლო დოკუმენტი, რომელზეც ყოფილა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ და მისმა მოადგილეებმა იმუშავეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო…