სალომე ზურაბიშვილი

24 Mar. 2023, 21:53

[ივანიშვილთან კომუნიკაციის] სურვილი დღეს ძალიან მაქვს იმიტომ, რომ, მე ვთვლი, იმდენად საჭიროა, რომ მეტი სიცხადე შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, რომ ამის საშუალება, რომ იყოს და ბევრი გზავნილები არის უცხოეთიდან, რაც ალბათ უნდა გაიგოს და მოისმინოს თუ ის არის მთავარი. კითხულობენ სად არის [საერთაშორისო პარტნიორები] გადაწყვეტილების და პასუხისმგებლობის, რადგან პასუხი არ აქვთ, იქაც უნდათ, რომ მივიდეს ეს გზავნილი. [ივანიშვილთან კომუნიკაციის] საშუალება მე არ მაქვს. [...]

პირველ რიგში ვეტყოდი, რომ საჭირო არის მეტი სიცხადე იმის შესახებ თუ სად არის მიღებული გადაწყვეტილებები და რა ფორმით, ეს არის კოლექტიური, ეს არის რაღაც კამათის შედეგად იმიტომ, რომ ძალიან რთული არის გაგება, თუ რა ხდება, როცა ისმენ ამ სკიზოფრენიულ რიტორიკას, ხან აქეთ და ხან იქით, ხან ლანძღვა არის ჩვენი პარტნიორების, ხან ამერიკის ელჩის, ხან ევროკავშირის, როცა მიდის, რაც დიპლომატიურად ძალიან არასწორი და არაკორექტულია. ხან არის განცხადებები, რომ ჩვენ მივდივართ, ვასრულებთ რეკომენდაციებს, მივდივართ ამ გზაზე და სად არის რეალური ჩვენი ხაზი. მე მგონი საჭიროა [ივანიშვილმა შეიტანოს სიცხადე]. [...]

ივანიშვილი ოლიგარქია, იმ გაგებით ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი, არის ამ პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ გავიგოთ და ვიცოდეთ, სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები. როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების ან შეცვლა, ან გავლენის მოხდენა და ა.შ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო რუსეთის ირკუტსკის ოლქში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ყურადღებით აკვირდება მას შემდეგ, რაც…