ვოლოდიმირ ზელენსკი

18 Mar. 2023, 00:49

დღეს ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, როცა არსებობს რეალური პერსპექტივა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, რასაც ისტორიული პასუხისმგებლობა მოჰყვება. ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი რუსი ოფიციალური პირი ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილები სამხედრო დანაშაულში. უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში — ათასობით ჩვენი შვილის უკანონო გადაყვანაში ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ბავშვების ოჯახებისგან გამოყოფა, ნათესავებთან კონტაქტის ყოველგვარი შესაძლებლობის ჩამორთმევა, ბავშვების დამალვა რუსეთის ტერიტორიაზე, გაფანტვა. შორეული რეგიონები — ეს ყველაფერი აშკარად არის აგრესორის სახელმწიფო პოლიტიკა, სახელმწიფო გადაწყვეტილება, სახელმწიფო ბოროტება. ეს სწორედ ამ სახელმწიფოს პირველი ჩინოვნიკით იწყება. და მადლობელი ვარ პროკურორ კარიმ ხანის გუნდისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ყველას, ვინც გვეხმარება სამართლიანობისთვის ბრძოლაში. მადლობელი ვარ პრინციპებისთვის და მზადყოფნისთვის, რომ დამნაშავეები რეალურად დაისაჯონ.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. დღეს ცნობილი გახდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტზე და რუსეთში ბავშვთა უფლების კომისარზე დაკავების ორდერები გასცა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  3. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  4. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
  5. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა

უკრაინულმა მხარემ დაღესტანში, მახაჭყალის პორტზე დრონებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა…