მუსიკა და მოგონებები — როგორ არის ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული
სამუშაოსკენ მიმავალ ქუჩას მიუყვებით და მუსიკას უსმენთ. ერთ მომენტში ირთვება სიმღერა, რომელიც წლების განმავლობაში არ მოგისმენიათ. და აი მოულოდნელად, იმის ნაცვლად, რომ თქვენს ირგვლივ მოვლენები შენიშნოთ, გონებრივად სხვაგან ხართ. კონკრეტულ მუსიკის პირდაპირ მიყავხართ იქ, სადაც მას პირველად მოუსმინეთ. გახსენდებათ თუ სად იყავით მაშინ, ვისთან ერთად ატარებდით დროს და ამ მოგონებასთან დაკავშირებული გრძნობები გიტივტივდებათ.
ეს გამოცდილება — როდესაც მუსიკა გვაბრუნებს წარსულის ემოციებში — ცნობილია, როგორც მუსიკით გამოწვეული ავტობიოგრაფიული მეხსიერება. და ეს ხშირი შემთხვევაა.
ის ხშირად ჩნდება როგორც უნებლიე მეხსიერება. ანუ, ასეთ დროს არ ვცდილობთ მსგავსი მოგონებების გახსენებას, ისინი უბრალოდ სპონტანურად ჩნდებიან თავში.
მკვლევრებმა დაიწყეს იმის გარკვევა, თუ რატომ არის მუსიკა ასე დაკავშირებული მოგონებებთან. უპირველეს ყოვლისა, მუსიკა თან ახლავს ბევრ გამორჩეულ ცხოვრებისეულ მოვლენას, როგორიცაა გამოსაშვები საღამო, ქორწილები და დაკრძალვები. ამიტომ, მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ მომეტების გახსენების მხრივ.
მუსიკა ასევე ხშირად იპყრობს ჩვენს ყურადღებას, იმის გამო, თუ როგორ მოქმედებს იგი ჩვენს გონებაზე, სხეულზე და ემოციებზე.
დადებითი მოგონებები
ბოლო კვლევებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუსიკის ნაწარმოების ემოციური ბუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ასე უკავშრიდება ის მეხსიერებას.
მკვლევრებმა მუსიკა სხვა ემოციურ მეხსიერების ნიშნებს შეადარეს. ეს მოიცავდა მუსიკის შედარებას "ემოციურ ბგერებთან", როგორიცაა ბუნებისა და ქარხნის ხმები და "ემოციური სიტყვები", როგორიცაა ფული და ტორნადო.
ამ ემოციურად შესატყვის სიგნალებთან შედარებით, მუსიკას სიტყვების მეტი მოგონება არ აღენიშნებოდა. თუმცა, რაც მკვლევრებმა აღმოაჩინეს იყო ის, რომ მუსიკა უფრო თანმიმდევრულად დადებით მოგონებებს აღძრავდა, ვიდრე სხვა ემოციური ბგერები და სიტყვები. ეს განსაკუთრებით შეეხო ნეგატიურ ემოციურ სტიმულებს. კონკრეტულად, სევდიანი და გაბრაზებული მუსიკა უფრო დადებით მოგონებებს აღძრავდა, ვიდრე სევდიანი და გაბრაზებული ხმები ან სიტყვები.
როგორც ჩანს, მუსიკას აქვს უნარი ხელახლა დაგვაკავშიროს ემოციურად პოზიტიურ მომენტებთან ჩვენი წარსულიდან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მუსიკის თერაპიულად გამოყენება შეიძლება განსაკუთრებით ნაყოფიერი იყოს.
როგორ და როდის
კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო ნაცნობია მუსიკა, მით უფრო მოაქვს მას გარკვეული მოგონებები.
შესაბამისად, რის გამოც მუსიკა შეიძლება უფრო დაკავშირებული იყოს მოგონებებთან არის ის, რომ კონკრეტულ მუსიკას უფრო ხშირად ვუბრუნდებით, ვიდრე იგივე ფილმებს თუ წიგნებს.
მეტიც, როგორც წესი, მუსიკის მოსმენისას რთული დავალებებით არ ვკავდებით. ამიტომ, ასეთ დროს ტვინი უფრო თავისუფალია და შეუძლია მოგონებებზე გადართვა.
კვლევამ აღმოაჩინა, რომ ყოველდღიური აქტივობები, რომლებიც ხშირად თან ახლავს მუსიკის მოსმენას — როგორიცაა მოგზაურობა, დავალების შესრულება ან სირბილი — იწვევს უფრო უნებლიე მოგონებებს.
ეს ეწინააღმდეგება სხვა საქმიანობებს, როგორიცაა ტელევიზორის ყურება, რაც შეიძლება მოითხოვდეს ჩვენი გონების უფრო მეტად ფოკუსირებას. შესაბამისად, ნაკლებად რჩება სივრცე მოგონებებზე.
მართლაც, მუსიკის ძალა, რომელიც გვაკავშირებს წარსულთან, გვიჩვენებს, თუ როგორ არის დაკავშირებული მუსიკა, მოგონებები და ემოციები ერთმანეთთან.
კომენტარები