სხვა ლეველის ოდისეა — ახალი ქართული ანიმაციური სერიალი უკვე დაიწყო
ფოტო: Cavea+
მულტივერსში გამავალი პორტალი როგორც ჩანს თბილისში გაიხსნა.
მისი დატესტვა კი პირველად 17 წლის დავითას მოუწია, რომელსაც სამყაროებს შორის მოგზაურობა, ბოროტებასთან ბრძოლა და დიდი ხნის წინ დაკარგული მამის პოვნა დაეკისრა გმირულ ვალად.
სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ 10 მარტიდან ქართველ მაყურებელს პირველად ძალიან მაღალი ხარისხის ქართული ახალგაზრდული 2D ანიმაციის — სხვა ლეველის ოდისეის — ხილვის შესაძლებლობა აქვს.
ფოტო: Cavea+
როგორც უკვე ვთქვით, ამბავი 17 წლის დავითას გარშემო ვითარდება — მაყურებელი მასთან ერთად იხილავს ურიცხვ ჯადოსნურ სამყაროს ძალიან უცნაური ფორმებით, ძალიან უცნაური ბინადრებითა და ძალიან უცნაური ფიზიკის კანონებით — სამყაროებს, სადაც საპნის ბუშტს შეიძლება ნემსი უყვარდეს, ხოლო ბუშტები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
ამ უცნაურ ამბავთა ციკლი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც, თბილისი მიწისძვრამ შეაზანზარა, დავითამ კი დაკარგული მამის წერილს სრულიად შემთხვევით მიაგნო.
მას შემდეგ რა მოხდა, მაინც, როგორ გაიხსნა პორტალი და ზუსტად რამდენად ფერად სამყაროებში მოგზაურობა მოუწია დავითას — ამის ხილვა უკვე Cavea+-ზე სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. ერთი, რაც მოგიწევთ, უბრალოდ შესვლა, ჩართვა და წინ პოპკორნის დიდი ჯამის მოდგმაა.
ფოტო: Cavea+
სხვა ლეველის ოდისეა 4 სეზონისა და 40 სერიისგან შედგება და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით Demlab, იგივე დემოკრატიის ლაბორატორია ამზადებს.
თიზერითა და პირველი ორი სერიით თუ ვიმსჯელებთ, წინ კიდევ უფრო ბევრი ისეთი მომენტი გველოდება, დასქრინვას რომ მოგვანდომებს და იქნებ, დავითასეული თავგადასავლები ჩვენი ტელეფონებისა და დესკტოპების ფონზეც აღმოჩნდეს.
როგორც Demlab-ში ამბობენ, იმისდა მიუხედავად, რომ ანიმაციის შესაქმნელად იმაზე უფრო მცირე დრო და რესურსი ჰქონდათ, ვიდრე ეს ზოგადად მსგავსი ხარისხის ანიმაციის შექმნას სჭირდება, გუნდის პროფესიონალიზმმა, კრეატიულობამ და მათი ანიმაციისადმი ძალიან დიდმა სიყვარულმა სხვა ყველაფერი გადაწონა.
მაშინ, როცა გამოძრავებს იდეა, რომელიც ძალიან მოგწონს, სამუშაო პროცესი, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ის, ცალკე სიამოვნების წყარო ხდება, ხოლო შედეგი — ჩადებული ენერგიის რეპრეზენტაცია.
სხვა ლეველის ოდისეაც სწორედ შემოქმედების მიმართ მსგავსი დამოკიდებულების შედეგია მთელი თავისი ატრიბუტებით — შინაარსით, მხატვრობით, სამყაროებით.
მიუხედავად იმისა, რომ დავითა სამყაროში გაბნეულ ბოროტებას ფეხდაფეხ მულტივერსებში დასდევს, აღმოჩნდება, რომ იქაური ბოროტებაც ძალიან ჰგავს ჩვენთვის ნაცნობს; ტყუილების გავრცელება, ქაოსის დათესვა, ხალხისთვის შიშის ჩანერგვა, ათასგვარი ტყუილით მათი დაყოფა დღევანდელი რეალობისთვისაც საკმაოდ ნაცნობი თემებია არა მხოლოდ აქ, არამედ, გლობალურად.
როგორც ჩანს, ვიზუალურ სიამოვნებასთან ერთად შინაარსიც გვანებივრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც სამყაროებში მოგზაურობა ბავშვობის ოცნებად ჰქონდა ახლაც დროდადრო ისეთ სერიალებს დაეძებს, სადაც დროსა და სივრცეში გაჩენილი "გლიჩიდან" უეცრად სულ სხვა სამყაროში ხვდები.
მოკლედ, რომ არ დაგასპოილეროთ რა ამბები ტრიალებს დავითას თავს, შეიარე Cavea+-ზე — იქ, სრულიად უფასოდ სხვა ლეველის ოდისეა გელით.
დააწკაპე აქ და ჩაუჯექი სხვა ლეველის ოდისეის პირველ ორ სერიას.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები