გიორგი ხაბურზანია

6 Mar. 2023, 16:42

გაზულუქებული ესტაბლიშმენტი, რომელიც ევროპის მაღალი კლასის კურორტებზე ისვენებს, რომელიც შვილებს ამერიკაში, ლონდონში და პარიზში აგზავნის სასწავლად, რომელიც არა მარტო სამედიცინო, არამედ ბიუთი პროცედურებსაც მხოლოდ ევროპაში იტარებს, აცვია ევროპული, უკეთია შვეიცარული საათები, ატარებს ევროპულ მანქანებს ან ინგლისურს და ამ ესტაბლიშმენტიდან ბევრს თვითონ აქვს ან ევროპული მოქალაქეობა ან ამერიკული პასპორტი.

აი, სწორედ, ეს ხალხი, ვინაიდან მიუხედავად ამ ყველაფრისა ინგლისური და მეილების პასუხი არ იციან, არ იციან დანა-ჩანგლით სწორად ჭამა, არიან გოიმები და ამიტომ ვერ ინტეგრირდნენ ევროპელებთან, ვერ ახდენენ ეფექტურ კომუნიკაციას საქართველოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ახალი რუსებივით არიან იზოლირებული და დასაცინები, რა წამს საქართველოს საზღვრებს გარეთ გადიან, არცერთი ევროპელი მეგობარი ან ნაცნობიც კი არ ჰყავთ და ევროპაშიც რუსებს პოულობენ ან სხვა ჰომოსოვეტიკუსებს.

აი, ზუსტად ეს ხალხი, დღეს დანარჩენ 99%-ზე მეტ საქართველოს გვიკრძალავს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას, თავისუფალ ურთიერთობას და ამით ისეთივე ყუმ იზოლაციაში უნდათ მოაქციონ საქართველო, როგორშიც თვითონ არიან მთელი თავისი გაუნათლებელი ცხოვრება.

წერს რუსთავი 2-ის აღმასრულებელი პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია. დღეს იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს, რომელსაც უკვე დაუჭირეს მხარი საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება, საკანონმდებლო ორგანოში კი შესვლის შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს

რუსული ავიაკომპანია Nordwind Airlines-მა 2026 წლის 18 სექტემბრიდან 24 ოქტომბრამდე ზაფხულის ფრენების განრიგში ცვლილებები…