თამარ კორძაია

6 Mar. 2023, 11:45

ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამას ასრულებს გადასარევად. ანრი ოხანაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ სიმშვიდეში ჩვენი გამოძევებით მიიღებს კანონს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, არათუ დემოკრატიას, საქართველოს დამოუკიდებლობას ასამარებს. 

დღეს, ამ პოლიციურ გარემოში, სადაც წარმოუდგენელი რაოდენობის სპეცსამსახურის თანამშრომლები დგანან, ისინი იღებენ რუსულ კანონს, რომლითაც მომავალს გვართმევენ.

გააძევეს სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი და კიდევ ბევრი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, თითო-თითოდ ყველას გამოაძევებენ. რა თქმა უნდა, ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს. მანდატურები დაგვაყენეს ლამის 70 თავზე.

მე არ მახსენდება საქართველოს გაყიდვის ფაქტი გასაბჭოების შემდეგ. ყველას გამოგვაძევებენ, თუ ხალხი არ მოვა და არ იტყვის თავის სიტყვას. მე გუშინ მოვუწოდე ჩემს სტუდენტებს, დღესაც მოვუწოდებ ყველას: თუ გაწუხებთ საკუთარი თავი, საკუთარი მომავალი, დღეს აქ წყდება ამ ქვეყნის ბედი. გეხვეწებით ყველას, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა მომავლისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე. 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. დღეს იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს, რომელსაც უკვე დაუჭირეს მხარი საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება, საკანონმდებლო ორგანოში კი შესვლის შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს კომიტეტი დაატოვებინეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…