რა განცხადებას ავრცელებს ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წლის თავზე
ფოტო: Reuters
წერენ, რომ უკრაინელმა ხალხმა აჩვენა წარმოუდგენელი ძალა საკუთარი სამშობლოსა და რუსული აგრესიისგან საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას და ამბობს, რომ პუტინის რუსეთმა სასტიკი და აგრესიული ომი წამოიწყო ქვეყნისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
- "უკრაინელმა ხალხმა აჩვენა წარმოუდგენელი ძალა საკუთარი სამშობლოსა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვაში რუსული აგრესიისგან", — ნათქვამია განცხადებაში.
- ასევე ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.
- "უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რომ საერთაშორისო სამართალი დაცული იქნება, რომ მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება, ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ეს დღე არ დადგება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
დეტალები: ევროკავშირი ამბობს, რომ უკრაინელმა ხალხმა აჩვენა სიმტკიცე დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად, გამძლეობა — გაჭირვებისა და ღირსების წინაშე, როდესაც დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას.
- ამბობენ, რომ უკრაინელმა ხალხმა აჩვენა მსოფლიოს, რომ უკრაინის მომავალი უკრაინელების გადასაწყვეტია.
- განმარტავენ, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება შეიჭრას მეზობელ ქვეყანაში ან დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეს აგრესია არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ და არღვევს გაეროს წესდებას.
- ევროკავშირი ამბობს, რომ რუსეთი სისტემატურად უმიზნებდა მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებდა ქალაქებს და თავს ესხმოდა უკრაინულ იდენტობას.
- "რუსეთმა იარაღად გამოიყენა საკვები და ენერგია, შექმნა ღრმად უპასუხისმგებლო ბირთვული საფრთხეები და გაავრცელა ცრუ ნარატივები ომის შესახებ.რუსეთის აგრესიულმა ომმა და მისმა შედეგებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ბევრ ქვეყანაზე, განსაკუთრებით მისი გავლენით გლობალურ ეკონომიკაზე, სურსათსა და საქონელზე ფასებზე", — ნათქვამია განცხადებაში.
- ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას ამ ეფექტების შესამცირებლად და დახმარების გაწევისთვის ყველაზე მეტად გაჭირვებულ ქვეყნებსა და ადამიანებს.
ევროკავშირი აგრძელებს მტკიცედ დგომას და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინისა და მისი ხალხს მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
- განმარტავენ, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია, უკრაინელებმა გამოთქვეს მომავლის სურვილი ევროკავშირში და მათ ეს უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით აღიარეს.
- მათივე აზრით, უკრაინის ხალხის არჩევანი არის მშვიდობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და კეთილდღეობა.
- "ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით, მათ შორის, ევროპული მრეწველობისგან სწრაფი კოორდინირებული შესყიდვების გზით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
- ევროკავშირი გეგმავს, რომ გაზარდოს კოლექტიური ზეწოლა რუსეთზე, რათა დაასრულოს მისი აგრესიული ომი.
- ამბობენ, რომ ამ მიზნით მიიღებენ მეათე სანქციების პაკეტს და ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც ევროკავშირის ზომების გვერდის ავლას ცდილობს.
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
-
ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი
გადახედვა
კომენტარები