გლობალურმა დათბობამ, შესაძლოა, The Last of Us-ის სოკო რეალობად აქციოს
ჩვენი სხეულის თბილი ტემპერატურა საუკეთესო თავდაცვის ხაზია ინფექციური სოკოებისგან. თუმცა, გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად, სოკოები შეიძლება სიცხესთან ადაპტირდნენ.
The Last of Us-ის სოკოებზე ალბათ ყველას გვსმენია: საუბარია HBO-ს ცნობილ სერიალზე და კომპიუტერულ თამაშზე, რომელშიც სოკოები ადამიანებს აინფიცირებენ და მათ ზომბებად აქცევენ. ახლა კი ვიგებთ, რომ სოკოვანი ინფექციების საფრთხე მართლაც რეალურია.
ასევე: The Last of Us-ის სოკო ფიქცია არაა — შეუძლია თუ არა მას ადამიანების დაინფიცირება?
ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურა 36.5 გრადუსი ცელსიუსია. როგორც უკვე ვახსენეთ, ისტორიულად, სოკოებისგან ჩვენი სხეულის საუკეთესო თავდაცვის ხაზი ჩვენივე სხეულის სითბოა. თუმცა, როგორც Wall Street Journal იტყობინება, გლობალური დათბობის გამო ტემპერატურის მატებამ, შესაძლოა, სოკოებს ახალი ევოლუციური შესაძლებლობა მიანიჭოს — საუბარია სიცხის სტრესორებთან ადაპტაციაზე. და ეს შეიძლება იყოს ცუდი ამბავი ჩვენთვის, თბილი არსებებისთვის.
"რადგან ეს შესაძლებელია, დასაშვებია, რომ გარკვეული სოკო, რომლიც ადრე უვნებელი იყო, უეცრად პოტენციურ პათოგენებად იქცეს", — განუცხადა WSJ-ს ალაბამას უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტმა პიტერ პაპასმა.
მეტიც, სოკოვანი ინფექციებით სიკვდილიანობის ზრდა უკვე შემაშფოთებელია. WSJ-ის თანახმად, 1970 წელს სოკოვანი ინფექციების გამო აშშ-ში სიკვდილიანობა მხოლოდ რამდენიმე ასეული იყო. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ მოწოდებული მონაცემები აჩვენებს, რომ 2018 წელს ეს მაჩვენებელი 4700-მდე გაიზარდა. ასევე, 2021 წელს, იგივე მაჩვენებელმა 7 200-მდე იმატა.
თუმცა, ეს შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს. გასულ თვეში ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შესაძლოა, გარკვეული სოკოები უფრო სწრაფად შეიცვალონ.
კვლევისას მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს კრიპტოკოკზე, ინვაზიური სოკოების გვარზე, რომელიც ცნობილია იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებში სასიკვდილო დაავადებებისა და ინფექციების გამომწვევით. ეს ინფექცია 112 000 ფატალურ შედეგზეა პასუხისმგებელი.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სოკოებს ჰქონდათ "გამხსნელი გენები" — გენები, რომლებიც მოძრაობენ გენომებს შორის და შეუძლიათ გამოიწვიონ მუტაციები ჩვეულებრივზე ხუთჯერ სწრაფად.
ასია გუსამ, კვლევის თანაავტორმა და დიუკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა, WSJ-ს განუცხადა, რომ ეს ცვლილებები შეიძლება იყოს პასუხისმგებელი სოკოების სიცხესთან ადაპტაციასთან.
"ეს სოკოები ახლა იშვიათია, მაგრამ საგანგაშოა. კლიმატის ცვლილებასთან ერთად ასეთი სოკოები შეიძლება გავრცელდნენ ყველგან, მათ შორის ადამიანების ორგანიზმშიც", — ამბობენ მკვლევრები.
ერთი სიტყვით, როგორც ჩანს The Last of Us-ში წარმოჩენილი აპოკალიფსი არც ისე არარეალურია და კლიმატის ცვლილებასთან ერთად მეტი სიფრთხილე გვმართებს.
კომენტარები