რა არის ტექნოლოგიური სინგულარობა და როდის მივაღწევთ მას
ალბათ გსმენიათ ტექნოლოგიურ სინგულარობაზე, მომავალის წარმოდგენაზე, სადაც ხელოვნური ინტელექტი ფაქტიურად ადამინის ინტელექტს უთანაბრდება. ეს ის ჰიპოთეტური მომენტია, რომლიდანაც ყველაფერი სამუდამოდ იცვლება.
ბევრი ცნობილი ადამიანი, იქნება ეს ილონ მასკი თუ ჯო როგანის პოდკასტის ყოველი მეორე სტუმარი, იმ მომავალზე საუბრობს, სადაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე "ჭკვიანი" გახდება.
ბევრი ფიქრობს და ცდილობს მოახდინოს პროგნოზირება თუ როდის დადგება ეს მომენტი. და აი ისიც, იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი საშუალება გამოიგონა. მათი მიზანია გაარკვიონ, თუ რამდენად შორს არის კაცობრიობა ამ წერტილის მიღწევამდე. და, როგორც Popular Mechanics იუწყება, მათი გამოთვლები მიუთითებს იმაზე, რომ ტექნოლოგიური სინგულარობა ნამდვილად ახლოსაა. მეტიც, ის შეიძლება 2030 წლისთვისაც დადგეს.
საინტერესოა, რომ ეს რეი კურცვეილის 2005 წლის პროგნოზს ემთხვევა. ცნობილი პოსტჰუმანისტი წიგნ The Singularity is Near-ში, წერდა, რომ AI ადამიანის დონის ინტელექტს 2029 წლისთვის მიაღწევს და სინგულარობა 2040-2050 წლისთვის გარდაუვალი იქნება.
შემდეგი პოდკასტი: კიბორგობა თუ ადამიანობა — როგორი იქნება მომავალი
კლასიკური გაგებით ხელოვნური ინტელექტი ზოგად ხელოვნურ ინტელექტში არ უნდა აგვერიოს. არსებობს განსხვავება ზოგად ხელოვნურ ინტელექტს (General AI) და ვიწრო ხელოვნურ ინტელექტს (Tool AI) შორის. ამჟამინდელი პროგრესი კომპიუტერულ მეცნიერებაში მხოლოდ ვიწრო ხელოვნურ ინტელექტს ეხება. შესაბამისად, დღეს ხელოვნური ინტელექტის ადამიანთან შედარება არასწორია.
"ენა ყველაზე ბუნებრივი რამ არის ადამიანისთვის", — ამბობს მარკო ტრომბეტიმ, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Translated-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფლორიდაში გამართულ კონფერენციაზე.
ექსპერტების თქმით, ენა ძალიან ბუნებრივია ადამიანისთვის, ხოლო ძნელი აღსაქმელია მანქანებისთვის და სწორედ ეს ფაქტორი იქნება გადამწყვეტი. მანქანის უნარი, დაეწიოს და გადააჭარბოს კაცობრიობის ამ შესძლებლობას, მისთვის ზოგადი ხელოვნური ინტელექტის სტატუსის მიმნიჭებელი იქნება.
Translated-ის მტკიცებით, კომპანიის მონაცემების მიხედვით, ჩვენ ამ სინგულარობამდე სულ რაღაც შვიდი წელი გვაშორებს. ეს თამამი დასკვნაა, თუმცა სტარტაპში ამის სჯერათ.
ადამიანს სათარგმნად თუ დასარედაქტირებლად ერთი სიტყვისთვის ერთი წამი სჭირდება. მანქანების შემთხვევაში ენის გაგებას (სიტყვის) საშუალოდ 3,5 წამი სჭირდებოდა 2015 წელს. ამ მომენტისთვის მანქანებისთვის იგივე პროცედურას 2 წამი სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნური ინტელექტი განვითარებას აგრძელებს, სავარაუდოა, რომ ის ამ შედეგებით მალე ადამიანს გაუთანაბრდება.
თუმცა, აქ არის გარკვეული ფაქტორები. პირველი არის ის, რომ Translated არის სტარტაპი, რომელიც შექმნილია ენების თარგმნისთვის და ისინი ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს სინგულარობის საკუთარი სფეროს ფარგლებში ზომავენ. ამის პარალელურად, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებები საკმაოდ ფართოა და რთულია მისი მხოლოდ ერთი პრიზმიდან აღქმა.
PopMech-მა აღნიშნა, რომ ის თუ რას წარმოადგენს ტექნოლოგიურ სინგულარობა ჯერ კიდევ საკამათოა. კონკრეტული თემა არის ერთი მიმართულება, მაგრამ არსებობს სხვები და არც ერთი არ არის ერთხმად შეთანხმებული. მიუხედავად იმისა, რომ ენის ფაქტორი მნიშვნელოვანია, ამით ტექნოლოგიურ სინგულარობამდე შეიძლება მაინც ვერ მივიდეთ. ამისთვის ბევრად კომპლექსური პროცესები იქნება საჭირო.
შემდეგი პოდკასტი: პოსტჰუმანიზმი — კაცობრიობის მომავალი
და მაინც, როგორი იქნება ტექნოლოგიური სინგულარობა? ამაზეც არ გვაქვს ცალსახა პასუხი. ბევრს მიაჩნია, რომ ამან შეიძლება ადამიანების განადგურება გამოიწვიოს. თუმცა, ის უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანები ამ პროცესს ალღოს ავუღებთ და მსგავსი ტექნოლოგიებით საკუთარ თავს შევცვლით. ჩვენ შეიძლება მივიღოთ ერთგვარი ჰიბრიდი, ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის.
ერთი რამ ფაქტია, მომავალი არასდროს იქნება ისეთი როგორიც ის ახლაა. ყველაფერი იცვლება და ცვლილებების ტემპი სულ უფრო ჩქარდება. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები