ფოტოგრაფიით 2 წლის წინ დავინტერესდი. მას შემდეგ, რაც ფოტოობიექტივის თვალით დავიწყე ყურება, სამყარო ჩემთვის უფრო მრავალფეროვანი გახდა. თავდაპირველად ვთვლიდი, რომ ეს მხოლოდ ახალი გატაცება და ხელოვნებასთან კიდევ ერთი დამატებითი კავშირი იყო, თუმცა ნელ-ნელა მივხვდი, რომ შემეძლო ამ ჰობისთვის სხვა მიმართულებაც მიმეცა, და ეტაპობრივად კომერციულ საქმიანობად ვაქციე.

ფოტოგრაფია ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ საკმაოდ რთული პროფესიაა. იმისათვის რომ წარმატებული ფოტოგრაფი გახდე, საჭირო ცოდნასთან ერთად, აუცილებელია ნიჭი და ხედვა, თუმცა ყველაფერი მაინც გამოცდილებითა და შრომით მიიღწევა. ვთვლი, რომ კარგი ფოტოს გადასაღებად ძალიან ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა, თუმცა მთავარია გადაღებისგან სიამოვნებას იღებდე და სიყვარულით ქმნიდე თითოეულ კადრს.

ფოტოგრაფია საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ნებისმიერი ისტორია, ამიტომ ის ბევრისთვის ძალიან საყვარელი სფეროა, რომელიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. ნაცნობ კადრებში ბევრი უცნობი დეტალის პოვნაა შესაძლებელი, განსხვავებული ფერებით, ფორმებითა და მოვლენებით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. ახალი დეტალების აღმოჩენა კარგად ნაცნობ თბილისშიც შეიძლება.

ისინი, ვისაც თბილისის ქუჩებში სეირნობა უყვართ, დამეთანხმებიან, რომ თითოეული უბანი საინტერესო და დასამახსოვრებელი არქიტექტურით გამოირჩევა. დედაქალაქში ნახავთ როგორც ძველ სტილს, ასევე თანამედროვე მაღალსართულიან შენობებს.

ამ სტატიისთვის რამდენიმე ქართველი მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფი შევარჩიე, რომლებსაც თბილისის ფერადი სახლები, ძველი უბნები, ხიდები, ქუჩები, ტაძრები და ბევრი სხვა დეტალი გამორჩეული ინდივიდუალიზმით აქვთ აღბეჭდილი. ეს ფოტოები საყვარელ ქალაქში სახლიდან გაუსვლელად გამოგზაურებთ:

1. გიორგი ხელაშვილი

ფოტო: გიორგი ხელაშვილი

ფოტო: გიორგი ხელაშვილი

ფოტო: გიორგი ხელაშვილი

ფოტო: გიორგი ხელაშვილი

2. ია ხვისტანი

ფოტო: ია ხვისტანი

ფოტო: ია ხვისტანი

ფოტო: ია ხვისტანი

ფოტო: ია ხვისტანი

3. აპოლონ სარსანია

ფოტო: აპოლონ სარსანია

ფოტო: აპოლონ სარსანია

ფოტო: აპოლონ სარსანია

ფოტო: აპოლონ სარსანია

4. თამარ გეგელიძე

ფოტო: თამარ გეგელიძე

ფოტო: თამარ გეგელიძე

ფოტო: თამარ გეგელიძე

ფოტო: თამარ გეგელიძე

5. ლევონ მირზოიანი

ფოტო: ლევონ მირზოიანი

ფოტო: ლევონ მირზოიანი

ფოტო: ლევონ მირზოიანი

ფოტო: ლევონ მირზოიანი

6. ლიკა გოგიტიძე

ფოტო: ლიკა გოგიტიძე

ფოტო: ლიკა გოგიტიძე

ფოტო: ლიკა გოგიტიძე

ფოტო: ლიკა გოგიტიძე

7. ქრისტინა ივანიაძე

ფოტო: ქრისტინა ივანიაძე

ფოტო: ქრისტინა ივანიაძე

ფოტო: ქრისტინა ივანიაძე

ფოტო: ქრისტინა ივანიაძე

8. ლუკა ხიზანიშვილი

ფოტო: ლუკა ხიზანიშვილი

ფოტო: ლუკა ხიზანიშვილი

ფოტო: ლუკა ხიზანიშვილი

ფოტო: ლუკა ხიზანიშვილი

9. სალომე ცენტერაძე

ფოტო: სალომე ცენტერაძე

ფოტო: სალომე ცენტერაძე

ფოტო: სალომე ცენტერაძე

ფოტო: სალომე ცენტერაძე

10. მაიკო გაგუა

ფოტო: მაიკო გაგუა

ფოტო: მაიკო გაგუა

ფოტო: მაიკო გაგუა

ფოტო: მაიკო გაგუა