ირაკლი კობახიძე

19 Jan. 2023, 01:21

დიდი განსხვავება ჩვენთვის არ არის, თავმჯდომარე მელია იქნება თუ ხაბეიშვილი, უბრალოდ ერთი არის უფრო ბოროტი, მეორე უფრო კომიკური, ასე ვიტყოდი. არსებითად არაფერი იცვლება, მითუმეტეს, რომ ორივე საბოლოო ჯამში იქნება ფორმალური თავმჯდომარე, იმიტომ რომ არც ერთს არ აქვს ის რესურსი, რაც პოლიტიკაშია საჭირო. სხვა ადამიანები არიან მათ უკან, რომლებსაც აქვთ ფინანსური და მედია რესურსი. აქედან გამომდინარე, ხაბეიშვილიც და მელიაც არიან მეორეხარისხოვანი ფიგურები, რომლებიც გამოიყენება სხვა პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც რეალურად ასეთ რესურსებს ფლობენ ნაცმოძრაობის შიგნით.

[...] აქედან გამომდინარე, ვინ იქნება ფორმალური თავმჯდომარე ნაცმოძრაობაში, არსებითად არაფერს შეცვლის. მთავარია, რომ პროცესები განვითარდეს ნაცმოძრაობის დასუსტების მიმართულებით და ეს ყველა შემთხვევაში ასე იქნება. ასეც და ისიც, ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები, საბოლოო ჯამში პროცესები მივა პარტიის გაყოფამდე, გახლეჩამდე, სხვანაირად წარმოუდგენელია და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია, პირველ რიგში, ნაცმოძრაობა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?

საკვების, სასმლის თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად, სუპერმარკეტებში სიარული ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.…