Tegeta Approved — მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილების ახალი პორტალი
ფოტო: Tegeta Approved
Tegeta Approved მეორადი ავტომობილების ციფრული გაყიდვების ინოვაციური პორტალია, რომელიც თეგეტა ჰოლდინგისა და Pulsar-ის გუნდის კოლაბორაციით შეიქმნა. ახალი პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს და შეიძინოს მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილები. გარდა ამისა, ციფრულ პორტალზე არსებული მანქანების გაყიდვა და ჩანაცვლებაც შესაძლებელია.
Tegeta Approved-ზე განთავსებული თითოეული ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია, სრულყოფილად არის შემოწმებული თეგეტა მოტორსის ექსპერტების მიერ, შეფასებულია 150-პუნქტიანი სისტემით და მოჰყვება ერთიდან ხუთ წლამდე გარანტია. Tegeta Approved-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია აუქციონსა და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი, სუფთა ისტორიის მქონე, 7 წლამდე ასაკის ავტომობილებით, რომელთა მაქსიმალური გარბენი 160 000 კმ-ია.
"საქართველოში მეორადი ავტომობილების ბაზარი საკმაოდ ქაოსურია. მომხმარებელს აქვს ორი არჩევანი: თავად ჩამოიყვანოს ან ადგილობრივ ბაზარზე შეიძინოს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გარანტია, რომ ავტომობილი ნამდვილად გამართულია. თეგეტა ეფრუვდით მანქანის ყიდვას ის უპირატესობა აქვს, რომ აქ შეძენილი ავტომობილი შემოწმებული და ხარისხიანია. მომხმარებელს აღარ უწევს ზედმეტი ხარჯის გაღება და სხვადასხვა დეტალის შესამოწმებლად სიარული. თეგეტა ეფრუვდის მომხმარებლებს ვუქმნით შესაძლებლობას, რომ მეორადი ავტომობილები სრულიად განსხვავებული მიდგომით შეიძინონ — მათთვის სასურველი მანქანა შეარჩიონ ვებგვერდზე, ადგილზე დეტალურად დაათვალიერონ, ტესტრდაივზე გამოცადონ და ყიდვის შემდეგ საგარანტიო მომსახურებითა და საკონსულტაციო სერვისით ისარგებლონ", — აღნიშნავს ლაშა ფეიქრიშვილი, Tegeta Approved-ის დირექტორი.
Tegeta Approved-ის მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმა Pulsar-ის გუნდთან თანამშრომლობით შეიქმნა. პლატფორმა ასევე მოიცავს მონაცემების დამუშავების ისეთ მიდგომას, რომელიც თითოეულ მომხმარებელზე მორგებულ სერვისს ქმნის.
"თეგეტასა და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად შევქმენით მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც ცვლის მეორადი ავტომობილის ყიდვის, გაყიდვისა და გადაცვლის გამოცდილებას. პლატფორმის უპირატესობა ორი გუნდის გამოცდილების სინთეზია. ერთი მხრივ, თეგეტა, როგორც ბაზრის ლიდერი ავტოინდუსტრიაში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში და მეორე მხრივ, პულსარის გუნდი, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ლიდერი საერთაშორისო პროდუქტის შექმნის ექსპერტიზით", — ამბობს სოფო ჭყოიძე, Pulsar-ის თანადამფუძნებელი.
როგორ შევიძინო ავტომობილი Tegeta Approved-ის პორტალზე
Tegeta Approved-ის პორტალზე შეარჩევთ სასურველ მოდელს, უფასოდ გადაამოწმებთ ვინკოდს და გაეცნობით ავტომობილის ისტორიას.
შეიძინე ონლაინ ღილაკზე დაწკაპუნებით აფიქსირებთ, რომ დაინტერესებული ხართ მისი შეძენით, რის შემდეგაც გიკავშირდებათ კომპანიის წარმომადგენელი, გიჯავშნით ვიზიტს და შოურუმში ნახულობთ შერჩეულ ავტომობილს. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მანქანის ტესტდრაივზე გამოცდა თბილისში, ნებისმიერ სასურველ ლოკაციაზე. შეძენისას თანხას გადაიხდით ადგილზე, უნაღდო ანგარიშსწორებით ან შეგიძლიათ, ისარგებლოთ ბანკისა და ლიზინგის ექსკლუზიური პირობებით.
როგორ გავყიდო ან ჩავანაცვლო ძველი ავტომობილი ახლით
ავტომობილის გასაყიდად ან ძველის ახლით ჩასანაცვლებლად მოთხოვნას არეგისტრირებთ თეგეტა ეფრუვდის პლატფორმაზე, რის შემდეგაც გიკავშირდებათ შესყიდვების მენეჯერი და გინიშნავთ ვიზიტს.
ავტომობილის ჩაბარების შემთხვევაში, ის უნდა იყოს მაქსიმუმ შვიდი წლის და გავლილი არ უნდა ჰქონდეს 160 000 კმ-ზე მეტი. შოურუმში ავტომობილის მიყვანისას ექსპერტები განსაზღვრავენ მის საბაზრო ღირებულებას და თანხას ჩაგირიცხავენ შეფასებიდან ერთ სამუშაო დღეში.
თუ ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება გსურთ, ამ შემთხვევაში ავტომობილის წლოვანებასა და გარბენში შეზღუდვა არ გექნებათ. ახალ ავტომობილს სრულად გამოაკლდება ძველის თანხა და მხოლოდ სხვაობის დამატება მოგიწევთ.
თეგეტა ეფრუვდის ავტომობილებს მოჰყვება მინიმუმ ერთწლიანი გარანტია, რომელიც ვრცელდება ძრავაზე, გადაცემათა კოლოფსა და ხიდებზე. მომხმარებელს საგარანტიო ვადის გახანგრძლივება შეუძლია ყოველი 30 000 კმ-ის გავლის შემდეგ იმ დრომდე, სანამ ავტომობილი, ჯამში, 190 000 კმ-ს არ გაივლის.
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
-
კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული
გადახედვა
-
"ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე "ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე
გადახედვა
კომენტარები