ამერიკაში მგლების ფერი იცვლება და მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რატომ
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, რაც უფრო შორს მიდიხარ სამხრეთით, მით უფრო მეტი მგელი შეგხვდებათ მუქი, შავი ფერის ბეწვით. ეს ფენომენი დიდი ხნის განმავლობაში აუხსნელი იყო, მაგრამ ახლა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დამნაშავე ბუნებრივი გადარჩევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი — დაავადებაა.
საერთაშორისო ჯგუფმა, მონპელიეს უნივერსიტეტის ეკოლოგი სარა კუბეინსის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ მუქი შეფერილობის მგლების გავრცელებაში ძაღლის ჭირის ვირუსია დამნაშავე.
"მსოფლიოს უმეტეს ნაწილში შავი მგლები არ არიან ან ძალიან იშვიათია, თუმცა ჩრდილოეთ ამერიკაში ისინი უფრო ხშირია. მეცნიერებს ამის მიზეზი დიდი ხნის განმავლობაში აინტერესებდათ. ჩვენ ახლა გვაქვს ახსნა, რომელიც ეფუძნება ჩრდილოეთ ამერიკაში მგლებზე დაკვირვებას", — განმარტავს ბიოლოგი ტიმ კულსონი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან.
ევოლუციურმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული თავისებური შედეგები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დაავადებას ეხება. ზოგიერთი ინდივიდის გადარჩენის ალბათობა უფრო მაღალია იმ გენების არსებობის საფუძველზე, რომლებიც ამ დაავადებისადმი რეზისტენტულია. შედეგად გადარჩენილები აწარმოებენ შთამომავლობას ამ გენეტიკური ვარიაციებით და პოპულაციის გენეტიკური პროფილი დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.
თუმცა, იმ გენეტიკურ კონფიგურაციებს, რომლებიც რეზისტენტობას ანიჭებენ, ყოველთვის მხოლოდ ერთი ფუნქცია არ აქვთ. როგორც ახლახან გავიგეთ, გენეტიკური ვარიაციები, რომლებიც შავი ჭირის წინააღმდეგ იყო, ასევე ზრდიდა მგრძნობელობას აუტოიმუნური დარღვევების მიმართ, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ საშინელი დაავადების შედეგებს ჯერ კიდევ ვგრძნობთ.
კონკრეტული მგლების შემთხვევაში შეფერილობას განსაზღვრავს გენი სახელად CPD103. ეს ის გენია, რომელმაც მგლების ბეწვი ნაცრისფერი გახადა. თუმცა, საბოლოოდ CPD103 მუტაცია გაჩნდა ძაღლებში და გადავიდა მგლებზე — ასე წარმოიქმნა შავი შეფერილობა.
მგელს აქვს CPD103-ის ორი ასლი, ერთი მემკვიდრეობით მიღებული მშობლისგან. ადამიანებში წითელი თმისგან განსხვავებით, შავ შეფერილობას გენის მხოლოდ ერთი ასლი სჭირდება.
მეცნიერები ეჭვობდნენ, რომ ძაღლის ჭირის ვირუსი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მგლების შავი შეფერილობის ჩამოყალიბებაში. ეს ნიშნავს, რომ თუ შავი ფერის მგლები უფრო გადაურჩებიან დაავადებას, სწორედ ისინი გამრავლდებიან და თავიანთ CPD103 ვარიანტს გადასცემენ ლეკვებს.
შესაბამისად, გუნდმა დაიწყო ამ ჰიპოთეზის შემოწმება. მკვლევრებმა გააანალიზეს 12 მგლის პოპულაცია ჩრდილოეთ ამერიკაში, რათა დაენახათ, იყო თუ არა მტკიცე კორელაცია შავ შეფერილობასა და დაავადების მიმართ რეზისტენტულობასთან.
მათ აღმოაჩინეს, რომ ანტისხეულების მქონე მგლებს, მართლაც, უფრო მეტად ჰქონდათ შავი შეფერილობა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ხანდაზმულ მგლებში იყო.
შემდეგ, ჯგუფმა შეისწავლა 20 წლის მონაცემები მგლის პოპულაციის შესახებ Yellowstone National Park-დან, სადაც მგლები ხელახლა 1990-იან წლებიდან შემოიყვანეს.
პოპულაციის 55 პროცენტი რუხი, ხოლო 45 პროცენტი შავი მგლისგან შედგება. შავი მგლების მხოლოდ 5 პროცენტს ჰქონდა შავი შეფერილობის CPD103 ვარიანტის ორი ასლი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მგლებს, რომლებიც საპირისპირო ფერის მეწყვილეს ირჩევენ, რეპროდუქციის უკეთესი შანსი აქვთ, ხოლო მათი შთამომავლები გადაურჩებიან ძაღლის ჭირს.
კვლევა უნიკალური და უმნიშვნელოვანესია. მან პირდაპირ გამოავლინა დაავადებასა და შეფერილობას შორის კავშირი.
კვლევა Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები