თიბისიმ და EBRD-იმ თბილღვინოს საქვევრე მეურნეობა, მაღალტექნოლოგიური ჩამოსასხმელი ხაზი და ვენახების გაშენება დაუფინანსეს
ფოტო: თიბისი
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა — EBRD, თბილღვინო 12 მილიონით ლარით დააფინანსეს, რომლის დახმარებითაც, კომპანია საქვევრე მეურნეობას ააშენებს, მაღალტექნოლოგიურ ჩამოსასხმელ ხაზს შეიძენს და ყურძნის უნიკალური ქართული ჯიშების ვენახებს გააშენებს. დაფინანსების ფარგლებში, დამატებით, თბილღვინო EBRD-ისგან 800 000 ლარის ოდენობის გრანტს და საკონსულტაციო მომსახურებას მიიღებს.
თბილღვინოს გადაწვეტილებით, აპრილიდან კომპანიამ რუსეთში გადატვირთვები შეაჩერა. ამის საპირწონედ კი, მაქსიმალური რესურსი ჩადო სტრატეგიულ ბაზრებზე განვითარებასა და ახალი ქვეყნების ათვისებაში. აღნიშნული მხარდაჭერა კომპანიას და მის პროდუქტს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მეთოდით აშენებული უნიკალური არქიტექტურის საქვევრე მეურნეობა EBRD-ის გარემოსდაცვით პოლიტიკასთან თავსებადობას, ეკოლოგიაზე ზრუნვასა და მდგრად განვითარებას გააერთიანებს. მეურნეობის ქვევრებში სხვადასხვა ქართული ჯიშის ქვევრის ღვინო დამზადდება. აქვე განთავსდება სტუმრების მისაღები დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება.
მაღალტექნოლოგიური ჩამოსასხმელი ხაზი გაზრდილ წარმადობას და ენერგო ეფექტურობას უზრუნველყოფს. თბილღვინოს საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საწარმოო აღჭურვილობა, საექსპორტო პოტენციალის ზრდის წინაპირობა იქნება.
"დღესდღეობით თბილღვინო წარმოების სრულ ჯაჭვს აკონტროლებს და მართავს — ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან დაწყებული, პროდუქციის დისტრიბუციამდე, რაც საბოლოოდ, მაღალ ხარისხს განაპირობებს. პირველი ვენახების გაშენება 2013 წელს დავიწყეთ და ახლა 405 ჰექტრით ქინძმარაულის, მუკუზნისა და წინანდლის მიკროზონებში ვართ წარმოდგენილები. ბოლო ათწლეულია განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქართულ უიშვიათეს ენდემურ ჯიშებს. 2022 წელს შევქმენით ქვევრის მცვივანი, 2023-ში კი ისეთი საინტერესო ღვინოების წარმოებას ვაპირებთ, როგორებიცაა ვარდისფერი რქაწითელი და ბუდეშური საფერავი. ეს „თბილღვინოსთვის“ უკვე მეორე წარმატებული თანამშრომლობაა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან. 2011 და 2013 წლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გაცემული ფინანსური რესურსით მხარი დაუჭირა და ხელი შეუწყო თბილღვინოს კაპიტალის ზრდასა და კომპანიის განვითარებას", — ზურაბ მარგველაშვილი, თბილღვინოს აღმასრულებელი დირექტორი.
"გვეამაყება, რომ უკვე 22 წელია თბილღვინოს წარმატების ისტორიის თანამონაწილეები ვართ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ქართულ ღვინოს ქმნის და საქართველოს სახელს ასე წარმატებით ამკვიდრებს დივერსიფიცირებულ ბაზრებზე. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, თბილღვინომ მსხვილი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის განვითარებას და კაპიტალის ზრდას. ჩვენი მიზანია, რომ ქართველი მეღვინეები თანამედროვე ტექნიკითა და დანადგარებით იყვნენ აღჭურვილნი და საბოლოოდ, მსოფლიო ბაზრისთვის კონკურენტული პროდუქცია შექმნან. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მეღვინეებს მთელი პროცესის განმავლობაში ვუჭერთ მხარს - ვენახის მოვლიდან დაწყებული, პროდუქტის ექსპორტზე გატანით დამთავრებული", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
"მოხარული ვარ, რომ მხარს ვუჭერთ ქართულ ბიზნესს, რომელიც ტრადიციული მეღვინეობის და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით ამ დარგს საერთაშორისო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. EBRD წელს საქართველოში ოპერირების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ქართული კერძო სექტორის მდგრადი განვითარება და მეტი ინოვაციების მეშვეობით, მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდაა. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღევანდელი შეთანხმება ბიზნესის განვითარებასთან ერთად, გარემოსდაცვით ასპექტებსაც მოიცავს - თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, თბილღვინო შეძლებს წარმადობის ენერგო-ეფექტურად გაზრდას", — კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები