ირაკლი ღარიბაშვილი

25 Dec. 2022, 23:39

თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეუფენო, ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, ძვირფასო საზოგადოებავ!

მოგესალმებით და მეც მინდა შევუერთდე ამ გულითად, გულწრფელ მილოცვებს და პირველ რიგში, ჩვენს ძვირფას პატრიარქს მინდა მივულოცო აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით ის უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ თქვენ ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის. მე გადმოცემით ვიცი ჩემი მშობლებისგან, ჩემი მშობლების თაობიდან, თუ რაოდენ რთული დრო იყო, როდესაც თქვენ ღმერთის ნებით გამოგარჩიეს და ეკურთხეთ პატრიარქად. მაშინ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ეკლესია-მონასტერი ფუნქციონირებდა საქართველოში. დღეს მადლობა უფალს და მადლობა თქვენ, თვენი ბრძნული საქმით, უდიდესი სიყვარულით და პატრიოტიზმით რამდენიმე ათასი ეკლესია-მონასტერი არის აშენებული. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, უზარმაზარია თქვენი ღვაწლი. ჩვენი ხალხის რწმენაში დაბრუნებისა და ხალხისთვის რწმენის და იმედის მიცემის საქმეში.

ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ თქვენი ღვაწლის, თქვენი მისიის შესახებ. მინდა ერთი რამ ვთქვა, როგორც რიგითმა მოქალაქემ. მინდა, გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ ამ უზარმაზარი ისტორიული მისიის შესრულებისთვის. მე მჯერა, რომ თქვენი მთავარი ოცნება, მთავარი იდეა, რომ ჩვენ მალე ვიხილოთ გაერთიანებული საქართველო, უფლის მადლით ასრულდება. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, დაგიდასტუროთ ჩვენი დიდი სიყვარული, ჩვენი დიდი პატივისცემა. მინდა პირადად კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება. თქვენი თითოეული სიტყვა, რჩევა-დარიგება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ყოველთვის მახსოვს თქვენი ბრძნული დარიგებები. კიდევ ერთხელ მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართულ…