საქართველოს ბანკი ახალი არტ გალერეა ნობლესის მხარდამჭერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თბილისში არტ გალერეა ნობლესი, რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენით გაიხსნა.
გალერეის გახსნის ფარგლებში, ნობლესმა რუსუდან ფეტვიაშვილის პრემიუმ ხარისხის სამენოვანი (ქართულ-ინგლისური; ქართულ-ფრანგული) კატალოგი გამოსცა.
"გალერეა ნობლესი რუსუდან ფეტვიაშვილის გამოფენით გაიხსნა, რომელიც 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. შემდეგ სხვა ქართველი და უცხოელი თანამედროვე არტისტების ნამუშევრები გამოიფინება. გალერეის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. უკვე არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი საფრანგეთის რესპუბლიკასთან და სწორედ ამიტომ ჩვენი გალერეა გახდა საქართველოში საფრანგეთის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის წევრი. სამომავლოდ ვაპირებთ, როგორც ფრანგი მხატვრების მოწვევას საქართველოში, ასევე, ქართველი არტისტების წაყვანას საფრანგეთში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს. ვფიქრობთ, ამით ჩვენი გალერეა თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული დიპლომატიის განვითარებაში", — განაცხადა არტ გალერეა ნობლესის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნინო ლაბაძემ.
"საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ხელოვნების და კულტურის სფეროს, მსგავსი პროექტების განხორციელებაში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ქალაქს კიდევ ერთი არტ გალერეა შეემატა, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებით გაიხსნა. აღნიშნული გამოფენის სახელწოდებაა "ორ სამყაროს შორის" და მის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია დიმა ფეტვიაშვილის ხის ნამუშევრები, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. გალერეა სამომავლოდაც ახალი არტისტების აღმოჩენას გვპირდება. კულტურის მოყვარულებს, ნობლესი მისცემს შესაძლებლობას, ქართველი და უცხოელი არტისტების საინტერესო ნამუშევრები იხილონ", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
გალერეა ნობლესი ახალი ტიპის არტისტული ინსტიტუციაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების ორიგინალურ რეპრეზენტაციაზე. ნობლესი ორიენტირებულია წარმოაჩინოს, არა მხოლოდ მიმდინარე მხატვრული პროცესები, არამედ ძველი თაობის მხატვართა შემოქმედება და მიზნად ისახავს მათ ახალ ისტორიულ კონტექსტში წარდგენას. გალერეა არ იქნება მხოლოდ გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებით დაკავებული და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, როგორც საქართველოში, ასევე — საზღვრებს გარეთ და ამ მიმართულებით, არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ნობლესი აქტიურად დაუჭერს მხარს ქალ არტისტებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნიჭიერ მხატვრებს.
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
კომენტარები