ხათუნა სამნიძე

16 Dec. 2022, 19:47

ძალიან საცოდავია ხელისუფლება, რომელიც ჩარჩება წარსულში და ვერაფრით ვერ იხედება წინ. ბატონი მინისტრი მოემზადა, წინასწარ ამოაბეჭდვინა, — ცოტა გაკლდათ, რომ ეკრანზე გაგეშვათ ეს ყველაფერი, რის გამოც ბევრი ჩემნაირი ადამიანი, იმ ღამეს, როდესაც ეს კადრები გამოქვეყნდა, ქუჩაში გავედით. ჩემი 10 წლის შვილი სახლში გარედან ჩავკეტე, რომ აუცილებლად გავსულიყავი. მან მკითხა, — დედა, ახლა რომ გააპროტესტებ, აღარ იქნება ძალადობაო? ვერ ვუპასუხე, რადგან ესეც ძალადობაა, რაც დღეს მინისტრმა იკადრა ტრიბუნიდან.

საცოდაობაა, რომ როდესაც ასეთი რეაქცია გვაქვს იმაზე, რაც ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი, ფარისევლობას და ქულების დაწერას არქმევთ, ბატონო სპიკერო. ფარისევლობა ისაა, რაც მინისტრმა გააკეთა. მაინტერესებს, სად იყო იმ დღეებში, რამე თუ თქვა და გააკეთა. არასდროს არავის ვეკითხები ხოლმე ამას, რადგან ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ როდესაც მინისტრი, რომელიც უფრო მაღლა უნდა იდგეს ამ ყველაფერზე, ამას კადრულობს და ისევ წარსულზე მელაპარაკება და თითს მიქნევს, სად იყო, როდესაც ნახევარი თბილისი გარეთ იყო და სასტიკი რეაქცია ჰქონდა. მაშინ რას აკეთებდით, თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ.

განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სამნიძე იუსტიციის მინისტრის მიერ, წინა ხელისუფლების პერიოდში ერთ-ერთი მსჯავრდადებულის საქმეზე წამებისა და გაუპატიურების ფაქტების შესახებ მოხსენებას გამოეხმაურა .


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ