ბადრი ჯაფარიძის პასუხი პრემიერმინისტრს
ფოტო: On.ge/თათია შურღაია
ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შეშურდებოდა ქართველი ზღაპრების გმირს, ქოსატყუილასაც კი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პრემიერმინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.
- ღარიბაშვილმა ისაუბრა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე" და ე.წ. ინვესტორი უწოდა, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა.
- თქვა, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მხოლოდ 3 მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, ინვესტორებისგან კი მოზიდული ჰქონდათ 20-25 მლნ.
პასუხად ლელოს ლიდერმა თქვა, რომ სინამდვილეში ანაკლიაში იქნა ინვესტირებული 75 მილიონი დოლარი, რაც არის საერთაშორისო აუდიტორის მიერ დადასტურებული და ეს ციფრი და ეს დოკუმენტაცია არის ეკონომიკის სამინისტროში.
- ისაუბრა იმაზეც, რომ თავად და ხაზარაძემ არა 3 მილიონი დოლარი, არამედ 40 მილიონი ჩადეს.
- "თავი უნდა შეეწუხებინა და მოეთხოვა ეკონომიკის სამინისტროდან რეალური ინვესტიციის ოდენობა, რომელიც დადასტურებული აქვს მაღალ რეპუტაციის კომპანიას", — თქვა მან.
- ჯაფარიძის განცხადებით, ქართული ოცნების პირობებში, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება არ მოხდება.
დეტალები: ჯაფარიძის თქმით, ის, რომ დღეს ანაკლიაში მაცხოვრებელ ადამიანებს დიდი პრობლემა აქვთ შექმნილი, არის ქართული ოცნების ხელისუფლებისა და მთავრობის მიზეზით.
- აღნიშნავს, რომ უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს მისი და მამუკა ხაზარაძის სამართლებრივი დევნა, რას სწორედ იმ მიზნით ხდება, რომ მათი რეპუტაცია შელახულიყო.
- მისი განცხადებით, კიდევ ერთი ტყუილია, რომ კონსორციუმი ითხოვდა სახელმწიფოსგან გარანტიას, სანაცვლოდ კი არაფერს არ სთავაზობდა.
- "ევროკავშირის კომისართან ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფდა ანაკლიის პროექტისათვის 50 მილიონი ევროს გარანტიას. ოღონდ ამ გარანტიას უზრუნველყოფდა, თუკი სახელმწიფოც უზრუნველყოფდა 50 მილიონი დოლარის გარანტიას და თუკი, ჩვენ უზრუნველყოფდით 50 მილიონი დოლარის გარანტიას, რაზეც ჩვენ თანხმობა მივეცით და მთავრობამ თქვა უარი. მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმი მზად იყო ამ 50 მილიონი გარანტიის სანაცვლოდ, უზრუნველყოფა მიეცა მთავრობისთვის და პროექტში მონაწილეობა დაეთმო;
- "ღარიბაშვილისგან ვისმენთ, რომ თურმე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა სახელმწიფო ჩადებს ანაკლიაში პროექტს, ანუ ხუთჯერ მეტ ინვესტიციას განახორციელებს ანაკლიაში, იმ დროს, როცა 50 მილიონიან გარანტიაზე უარი თქვა, ევროკავშირის წინადადებას უარი უთხრა", — თქვა ჯაფარიძემ.
არქივიდან: ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმდა.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ოფიციალურად 2020 წლის 9 იანვარს შეწყდა.
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიზეზად კონსორციუმის მხრიდან აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა დაასახელეს.
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
-
რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო
გადახედვა
-
მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
-
რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის
-
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
კომენტარები