თიბისის მხარდაჭერით ბათუმში კიდევ ერთი სასტუმრო — მონარქი აშენდა
თიბისის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტია ბათუმის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტუმრო მონარქი, რომელიც 2022 წლის ივნისში გაიხსნა.
შენობას, რომელიც ინს გრუპმა 2020 წელს თიბისის დახმარებით შეისყიდა, დღეს ქალაქისთვის ისტორიულად დამახასიათებელი, ტრადიციული არქიტექტურის იერი დაჰკრავს, რაც, მდებარეობასა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებულობასთან ერთად, სასტუმროს ზოგადი კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ოთხვარსკვლავიან, 66 ნომრიან სასტუმროში, რომლის მომსახურე პერსონალიც მფლობელებმა მის გახსნამდე დიდი ხნით ადრე საგანგებოდ შეარჩიეს, ინს გრუპმა 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კარგად გაწერილმა გეგმამ, კონცეფციამ და საქმეში ჩადებულმა შრომამ, როგორც მოსალოდნელი იყო, შედეგიც მალე გამოიღო და გახსნიდან სულ რამდენიმე თვეში მფლობელები უკვე მონარქის წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ:
"უკვე შეგვიძლია თქმა, რომ ამ პროექტმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. მთელი ზაფხული დიდი დატვირთვით ვმუშაობდით და სისტემატურად ვიღებდით და ვიღებთ მაღალ შეფასებებს ჩვენი მომხმარებლისგან პლატფორმებზე: booking.com, hotels.com, Agoda.com. ეს მოტივაციას კიდევ უფრო გვიმაღლებს და გვარწმუნებს, რომ პროექტმა გაამართლა, რაც, მიმაჩნია, რომ ერთნაირადაა ჩვენი და თიბისის წარმატება, რადგან თიბისი სწორედ იმ პერიოდში გვენდო და გამოგვყვა პარტნიორობაზე, როცა დიდად საიმედო სიტუაცია არ იყო სასტუმროს ბიზნესის სფეროში, ვგულისხმობ პანდემიის პერიოდს. ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ ეს პროექტი და დღეს უკვე სამომავლო სიახლეებზე ვმუშაობთ, რომლებიც მომავალი წლისთვის უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს", — ამბობს ინს გრუპის დამფუძნებელი და სასტუმრო მონარქის დირექტორი, გია ლომინაძე.
4500 კვ.მ-ზე განთავსებული სასტუმროს თანამედროვე დიზაინში გადაწყვეტილი შიდა სივრცე 66 ნომერს, მიმღებს, ლობი-ბარს, სასადილო სივრცეს, სამრეცხაოსა და მიწისქვეშა პარკინგს აერთიანებს.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია 70 ადამიანზე გათვლილი, ტექნიკურად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, რომლით სარგებლობაც გარე მომხმარებელსაც შეუძლია.
მონარქის ძირითადი სეგმენტი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე, უმეტესად უცხოელი სტუმარია, რომელთაც ჯამში 30-ზე მეტი, საგანგებოდ გადამზადებული თანამშრომელი ემსახურება.
2023 წლისთვის მონარქს უკვე ექნება საკუთარი სივრცე რუფ ტოპ ბარისთვის, სპისთვის, ფიტნეს-დარბაზი, საბილიარდო დარბაზი, გასართობი კუთხეები ბავშვებისთვის, ისევე, როგორც საუნისა და მასაჟისთვის განკუთვნილი სივრცეები.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები