ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

1 Dec. 2022, 13:20

პიარული კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და საბოლოო ჯამში უზრუნველყონ ამ პატიმრის რაღაც ფორმით გათავისუფლება იმისათვის, რომ ქვეყანაში არიონ მდგომარეობა. მათ დააანონსეს ცხელი შემოდგომა, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს და ახლა აქვთ ბოლო იმედი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სახით და მათ აქვთ ეს განზრახვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არევას, რაც არ შედის, ბუნებრივია ჩვენი ქვეყნის ინტერესებში.

ვერავითარი ლობისტური კამპანიით ჩვენ და ვერც საზოგადოებას ისინი ვერ დაარწმუნებენ იმაში, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, მეორე, რომ მისი გათავისუფლება არის მიზანშეწონილი. ამას არ სჭირდება არც პიარი და არც პოლიტიკური კამპანია. ამას სჭირდება სამედიცინო დასკვნა და დიაგნოზი. ამის მაგივრად ისინი არიან დაკავებულები პიარული კამპანიით, ნაცვლად იმისა, რომ წარუდგინონ ხალხს დიაგნოზი. ამას არ აკეთებენ, ამის მაგივრად აქვთ პიარკამპანიები, რაც არის აბსოლიტირად მიუღებელი. როცა საქმე ეხება პატიმრის უფლებების დაცვას, ეს არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, შესაბამისი უფლებების პასუხისმგებლობა, მაგრამ როდესაც ადამიანი ცდილობს თვითდაზიანებით, პიარული კამპანიით საკუთარი თავის გათავისუფლების უზრუნველყოფას, ეს არის მიუღებელი. [...]

პირველი, რაც შეეხება თავად ორგანიზაცია ემპათიას ის პირდაპირ არის ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული, რასაც მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა. აქედან გამომდინარე, სანდოობა არის ნულის ტოლი, მიკერძოებულია ჩვეულებრივად ეს ორგანიზაცია, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის განთავისუფლებას, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ. თვითონ ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არა პატიმარს. ანუ გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები, პრაქტიკულად ყველას აღენიშნება. ამიტომ, ასეთი ჩამონათვალი არაფერს არ ნიშნავს თავისთავად.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ემპათიას სასამართლო საექსპერტო კომისიამ, 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა და დასკვნა გამოაქვეყნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს…