არჩილ თალაკვაძე

29 Nov. 2022, 14:56

ერთადერთი, ვისაც აღიზიანებს საქართველოში მშვიდობა და საქართველოს უსაფრთხოება, ეს არის რადიკალური ოპოზიცია და მათ მიერ მართული მედიასაშუალებები. სწორედ ისინი იქნებიან, ვინც ამ დღეებში გააკრიტიკებენ იმას, რომ საქართველოში არის მშვიდობა და თბილისი არის მშვიდობის საუკეთესო მასპინძელი.

სინამდვილეში, დღეს, ამ რთულ პირობებში, როდესაც უკრაინაში არის ომი, რეგიონში არის უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევები, საქართველო, მართლაც და თბილისი, მართლაც, არის და რჩება მშვიდობისა და უსაფრთხოების კუნძულად, სადაც ხელისუფლება, ხედავთ, რომ იღებს ეროვნულ უსაფრთხოებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი თბილისის მერიის საახალწლო სლოგანს — "მშვიდობის ქალაქი". წარწერა თავისუფლების მოედანზე, საახალწლო მორთულობასთან ერთად განთავსდება და ჩაანაცვლებს სლოგანს — "სიცოცხლით სავსე ქალაქი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ…