არჩილ თალაკვაძე

3 Apr. 2023, 13:31

ქალბატონი ვიოლა მუშაობს სწორედ იქ, სადაც კანონი სჯის მოქალაქეებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებას, გადასახადების გადამხდელების ფულით ნაყიდი ქონების დაწვას, მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, ჩამოსულია სრულიად საპირისპირო მიზნით, ქართულ საზოგადოებას სთავაზობს იმის სრულიად საწინააღმდეგოს, რასაც თავის ქვეყანაში და ევროპარლამენტში წარმოადგენს.

თუ ევროპაში კანონის უზენაესობა მისთვის მისაღებია, როგორც ჩანს, საქართველოში არ არის კანონის უზენაესობა მისაღები, რადგან ეს ადამიანი იცავს მათ, ვინც გასცდნენ მშვიდობიან პროტესტს, ვინც სცადეს საკუთარი თანამოქალაქეებისთვის ბენზინის გადასხმა, ცეცხლის მოკიდება და რომელიც გადასახადის გადამხდელთა ფულით შეძენილი ქონების განადგურებაშია ბრალდებული.

საქართველოსთვის ძალიან დამაბნეველია, როცა ევროპარლამენტარი ასეთ ნაბიჯებს დგამს და ქვეყანაში ჩამოსულია არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას ელაპარაკოს რეფორმებზე, ობიექტური და სამართლიანი შეფასებები მისცეს თავდასხმას ადამიანებზე და მშვიდობიანი პროტესტი გამიჯნოს ძალადობრივისგან, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, ეს არის დამაბნეველი.

განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. იგი მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარის მისვლას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს

ევროპარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახალი გლობალური…