მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელება დაიწყო, რაც ნიშნავს რომ ფეხბურთის გულშემატკივრების დღესასწაული უკვე დაიწყო, რასაც შემდეგ ნამდვილი ახალი წელიც მოსდევს. სწორედ ამ ორ მოვლენას აერთიანებს კამპანია "გილოცავთ", რომლისთვისაც შეიქმნა სხვადასხვა საინტერესო და გასართობი ვიდეორგოლი, სადაც ადამიანების ემოციები, ტრადიციები თუ მოლოდინი იყრის თავს და ეხმაურება მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში გულშემატკივრების განცდებს და მოლოდინებს.

წლევანდელი ჩემპიონატი გამორჩეულია სენტიმენტებით, რადგან ბევრი ლეგენდისთვის ეს ბოლო მუნდიალია.