როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე — ახალ კვლევას ამაზე პასუხი აქვს
2021 წლის თებერვალში იშვიათი ნახშირბადოვანი მეტეორიტი გლოსტერშირში სამანქანო გზას დაეჯახა. მეტეორიდს ვინჩკომბი უწოდეს და ის აღმოაჩინეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისმა ცეცხლოვანმა ბურთმა დიდი ბრიტანეთის ცა გაანათა.
ერთი წლის შემდეგ, ისტორიის მუზეუმისა და გლაზგოს უნივერსიტეტის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 4,6 მილიარდი წლის წინანდელ მეტეორიტში აღმოაჩინეს არამიწიერ წყალი. ეს მტკიცებულებას იძლევა, რომ დედამიწაზე წყალი ასტეროიდებისგან გაჩნდა. შედეგები Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა მეტეორიტის აღდგენა საჯარო მოხსენებებისა და ვიდეო კადრების წყალობით შეძლეს, რომელიც გადაღებული იყო 16 კამერით.
შემდეგი პოდკასტი: ასტეროიდები და კომეტები — პლანეტარული თავდაცვის სისტემა
ვინჩკომბი 11 პროცენტ არამიწიერ წყალს შეიცავდა
"აღდგენის შემდეგ, ვინჩკომბი ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი მეტეორიტია, რომელიც ხელმისაწვდომია ანალიზისთვის. ეს მეცნიერებს მზის სისტემის თავდაპირველი შემადგენლობის გაანალიზების საშუალებას აძლებს, საუბარია 4,6 მილიარდი წლის წინანდელ პერიოდზე", — ამბობს დოქტორი ეშლი კინგი, ნაშრომის ავტორი.
ვინჩკომბი არის იშვიათი CM ნახშირბადის ქონდრიტი, რომელიც შეიცავს ნახშირბადს და არის ამ ტიპის პირველი მეტეორიტი, რომელიც აღმოჩენილია დიდ ბრიტანეთში.
ჯგუფმა მოახდინა დეტალური ვიზუალიზაცია და ქიმიური ანალიზები, რითაც დადგინდა, რომ ვინჩკომბი შეიცავდა დაახლოებით 11 პროცენტ არამიწიერ წყალს. მისი უმეტესი ნაწილი არის მინერალებში, რომლებიც წარმოიქმნება ქიმიური რეაქციების დროს სითხეებსა და ქანებს შორის.
როდესაც მეცნიერებმა გაანალიზეს წყალბადის იზოტოპების თანაფარდობა წყალში, მათ დაადგინეს, რომ ის ძალიან ჰგავს დედამიწაზე წყლის შემადგენლობას. მეტეორიტის ფრაგმენტები ასევე შეიცავს არამიწიერ ამინომჟავებს — პრებიოტიკურ მოლეკულებს, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლის წარმოშობისთვის.
ამ შედეგებმა აჩვენა, რომ "ნახშირბადოვანმა ასტეროიდებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმ ინგრედიენტების მიწოდებაში, რომლებიც საჭირო იყო ადრეულ დედამიწაზე ოკეანეებისა და სიცოცხლის გასაჩენად".
ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ ვინჩომბე ასტეროიდს იუპიტერთან ახლოს მოსწყდა და შემდეგ დედამიწამდე მოაღწია.
"ერთ-ერთი ყველაზე მთავრი შეკითხვა რაც სამეცნიერო საზოგადოებაშია, ესაა ის თუ როგორ მოვხვდით აქ. ვინჩკომბის მეტეორიტის ეს ანალიზი იძლევა იმის გაგებას, თუ როგორ გაჩნდა დედამიწაზე წყალი — სიცოცხლის წყარო", — თქვა დოქტორმა ლუკ დალიმ, ნაშრომის ავტორმა.
მეცნიერების თქმით, ისინი გააგრძელებენ ამ ნიმუშზე მუშაობას რათა კიდევ უფრო მეტი გაიგონ. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები