ფიზიკოსების თქმით, შესაძლოა, ჭიის ხვრელები უკვე დაფიქსირებულია
სივრცის (და დროის) შორეული რეგიონების დამაკავშირებელი ჰიპოთეტური ხიდები შეიძლება მეტ-ნაკლებად შავ ხვრელებს ჰგავდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ფიზიკის ეს იდუმალი ობიექტები უკვე დაფიქსირებულიც გვქონდეს.
თუმცა, საბედნიეროდ, თუ ბულგარეთის სოფიას უნივერსიტეტის ფიზიკოსთა ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ახალი მოდელი ზუსტია, შავი ხვრელებისა და ჭიის ხვრელების ერთმანეთისგან გარჩევის გზა მაინც არსებობს.
ასევე: რა არის შავი ხვრელი — ყველაფერი, რაც ამ მისტიკურ ობიექტებზე ვიცით
აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით, სამყაროს სივრცე-დროის ფონს შეუძლია წარმოქმნას "გრავიტაციული ორმოები" — შავი ხვრელები, რომლიდანაც თავის დაღწევა სინათლესაც კი არ შეუძლია. მეტიც, იგივე პრინციპით შესაძლებელია გაჩნდეს "მწვერვალები", რომლებზე ასვლაც შეუძლებელია.
მათი ბნელი ბიძაშვილებისგან განსხვევბით, ეს მანათობელი "მწვერვალები" უნდა განაგებდნენ ყველაფერს რაც კი მიუახლოვდებათ. ეს კი ნიშნავს, რომ უნდა გამოყოფდნენ ნაწილაკებისა და რადიაციის ნაკადს, რომლებიც არასდროს უკან არ დაბრუნდება. ერთი შეხედვით, დიდი აფეთქება ერთ-ერთ ასეთ "თეთრ ხვრელს" ჰგავს, თუმცა ამ დრომდე, ჯერ მსგავსი არაფერი აღმოუჩენიათ.
ასევე: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
1930-იან წლებში აინშტაინის კოლეგა ნათან როზენის მიხედვით, არაფერი იყო ისეთი რაც შავი ხვრელის გამრუდებულ სივრცე-დროს თეთრი ხვრელის ციცაბო მწვერვალებთან დაკავშირებასა და ერთგვარი ხიდის წარმოქმნაში ხელს შეუშლიდა.
ეს ის შემთხვევაა, როდესც ჩვენი აღქმა სივრცესა და დროზე იცვლება. ასეთ დროს შეგვიძლია კოსმოსის უზარმაზარი მონაკვეთის ძალიან მცირე დროში დაფარვა. ამ პრინციპის მიხედვით, მატერიას შეუძლია ე.წ. ჭიის ხვრელში გავლა და სივრცის მეორე დაბოლოებაში ამოსვლა.
შესაბამისად, იმის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს ხვრელი ისეთი ობსერვატორიებისთვის, როგორიც არის მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი, მკვლევრების ჯგუფმა შექმნა ჭიის ხვრელის ყელის გამარტივებული მოდელი. ეს ყველაფერი სითხის მაგნეტიზებული რგოლის სახით. შედეგად გაკეთდა სხვადასხვა დაშვება იმის შესახებ, როგორ იტრიალებდა მატერია მის გარშემო, შთანთქმამდე.
ამ გააფთრებულ მორევში მოხვედრილი ნაწილაკები წარმოქმნიან მძლავრ ელექტრომაგნიტურ ველებს, რომლებიც იტრიალებენ და დაიშლებიან პროგნოზირებადი შაბლონებით. სწორედ პოლარიზებული რადიოტალღების მიკვლევამ მოგვცა ორი შავი ხვრელის – M87*-ისა და Sagittarius A*-ს ფოტოები.
როგორც ირკვევა, ტიპიური ჭიის ხვრელის შავ ხვრელში ჩამავალი მატერიის მორევის მიერ გამოყოფილი პოლარიზებული სინათლისგან გარჩევა რთული იქნება. ამ ლოგიკით M87* შეიძლება იყოს ჭიის ხვრელი. სინამდვილეში, ჭიის ხვრელები შეიძლება ყველგან იმალებოდნენ შავი ხვრელების ბოლოში და ჩვენთვის ამის გარჩევა რთული იქნებოდა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გარკვევის საშუალება არ არსებობს.
თუ მეცნიერები ჭიის ხვრელების კანდიდატის გამოსახულებას შეკრავენ, როგორც ის გრავიტაციულ ლინზაში ჩანს, ხილული უნდა გახდეს ის მცირე მახასიათებლები, რომლებიც ჭიის ხვრელებს შავი ხვრელებისგან გამოარჩევს.
ამისთვის კი საჭირო იქნება მასის მოთავსება ჩვენსა და ჭიის ხვრელს შორის, რათა საკმარისად დამახინჯდეს მისი შუქი. ეს გაზრდის მცირე განსხვავებებს და ეს იმის საშუალებას მაინც მოგვცემს მკაფიოდ შევამჩნიოთ სიცარიელის რომელ ბნელ ლაქებს აქვს უკანა გასასვლელი.
შემდგომმა მოდელირებამ შეიძლება გამოავლინოს სინათლის ტალღების სხვა მახასიათებლები, რომლებიც ეხმარება ღამის ციდან ჭიის ხვრელების დაფიქსირებას ლინზირების ან სრულყოფილი კუთხის გარეშე, რაზეც მკვლევრები ახლა ყურადღებას ამახვილებენ.
კვლევა Physical Review D-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები