5 ნიშანი იმისა, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირს
ფოტო: თიბისი დაზღვევა
ჩვენი ცხოვრება დიდი თუ მცირე მიზნებისგან შედგება, რომელთა მისაღწევად ხშირად თავს არ ვზოგავთ. თუმცა თითოეული ჩვენგანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა, ღირს თუ არა დროისა და ენერგიის დახარჯვა იმ საქმეზე, რომელსაც ახლა ვაკეთებთ ან სამომავლოდ ვგეგმავთ. ამ კითხვაზე პასუხი თავად უნდა გავცეთ, რაშიც ჩვენ ირგვლივ არსებული "ნიშნები" გვეხმარება.
თუ გაინტერესებს, რომელია ეს ნიშნები, მაშინ სწორ ადგილას ხარ. ამ სტატიაში გაიგებ რომელი 5 ნიშანი გეუბნება, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირს.
1. საქმე სიამოვნებას განიჭებს
ფოტო: თიბისი / giphy
ერთნაირი დავალებების მიმართ ადამიანებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გვაქვს. თუ დატვირთული დღის ბოლოსაც კი დარჩენილ საქმეს ენთუზიაზმით აკეთებ, ან დასახული მიზნის მისაღწევად ახალი ხერხების ძიების თავი ისევ გაქვს, ესე იგი სწორ გზაზე ხარ!
განსხვავების შემჩნევა მარტივია იმ შემთხვევებს შორის, როცა რაღაცას მხოლოდ ვალდებულების მოხდის მიზნით ვაკეთებთ და როცა თითოეულ მცირე დეტალსაც დიდი ენთუზიაზმით ვარჩევთ. ასე რომ, მიზნისკენ მისაღწევი გზა სიამოვნებას განიჭებს თუ არა, მარტივი მისახვედრია.
2. უფრო დიდ მიზნებს უახლოვდები
ფოტო: თიბისი / giphy
რაც უფრო დიდი მიზნები გვაქვს დასახული, მით მეტი ძალისხმევაა ჩვენგან საჭირო. თუ დიდი ხნის წინ შენი მიზანი წარმოუდგენლად გეჩვენებოდა, ახლა კი მის მისაღწევად კონკრეტულ გზას ხედავ, ესე იგი ამჟამინდელი საქმიანობა სწორად შეგირჩევია.
ოცნებების ახდენა არასდროსაა მარტივი და თუ ხედავ, რომ შენი რუტინა დანებების ნაცვლად დღითიდღე მეტ მოტივაციას გაძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ შორეული მიზნები უფრო და უფრო გიახლოვდება.
3. დღითიდღე ვითარდები
ფოტო: თიბისი / giphy
ჩვენი პროფესიული თუ პიროვნული განვითარება დიდწილად გამოცდილებაზეა დამოკიდებული. კონკრეტულ სფეროში გამოცდილების მიღებას კი შესაბამისი დრო სჭირდება. თუ შენი საქმე დიდად გულზე არ გეხატება და არც ჭიას გიხარებს, ალბათ, მალე შეეშვები კიდეც. ხოლო თუ სიტუაცია პირიქითაა და გრძნობ, რომ შენი უნარები დაიხვეწა და ეს ფაქტი სიამოვნებას განიჭებს, ესე იგი ჩიტი ბრდღვნად მართლაც ღირს.
4. დროს გაფლანგულად არ თვლი
ფოტო: თიბისი / giphy
წარმატების მისაღწევად დრო ჩვენი მთავარი რესურსია, ამიტომ მის დახარჯვასა თუ გამოყენებას დიდი სიფრთხილით ვეკიდებით. თუ საქმის კეთებისას ან მიზნისკენ სწრაფვისას ის განცდა არ გაწუხებს, რომ დროს უაზროდ ფლანგავ, მაშინ ყველაფერი რიგზეა. როცა შეგიძლია გართობა გვერდით გადადო, პრობლემებს გაუმკლავდე და მთელი დრო ისევ შენს საქმეს დაუთმო, ესე იგი ვარსკვლავებს ტყუილად არ ეთამაშები.
5. სხვებისთვის სასარგებლო ხდები
ფოტო: თიბისი / giphy
მიზნისკენ მიმავალ გზაზე უამრავ ადამიანთან გვიწევს შეხვედრა. შეიძლება ფიქრობდე, რომ შენი მიზნები და საქმიანობა მხოლოდ შენთვისაა სასიკეთო, თუმცა ამ ყველაფერს უფრო დიდი ბონუსიც აქვს: რაც უფრო გამოცდილი პროფესიონალი ხარ, მით უფრო მეტ ადამიანს უმარტივებ ცხოვრებას და ამას თავადაც მარტივად შენიშნავ. თუ უკვე ხედავ, რომ შენი საქმიანობით ბევრ ადამიანს ეხმარები და უფრო მეტიც, მოტივაციასაც აძლევ, მაშინ ცხოვრების სწორ მხარეს ხარ!
თუ ჩიტი ბრდღვნად ღირს — მაშინ სანერვიულო არაფერია. ნამდვილად სწორ გზას ადგახარ და გახსოვდეს, რაც უნდა მოხდეს, თიბისი დაზღვევის იმედი შეგიძლია ყოველთვის გქონდეს.
-
სტამბოლში სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლში სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
კომენტარები