უორვიკის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ირმის ნახტომის ერთ-ერთი უძველესი ვარსკვლავი აღმოაჩინეს.

უძველესი კლდოვანი და ყინულოვანი პლანეტარული სისტემა, რომელიც იდენტიფიცირებულია, არის ჩვენი გალაქტიკის უძველესი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავიდან. ეს მოიცავს პლანეტების ნამსხვრევებს. ამის შესახებ შაბათს Royal Astronomical Society-ის Monthly Notices-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

"ჩვენ მოვიძიეთ უძველესი ვარსკვლავური ნარჩენები ირმის ნახტომში, რომლებიც ასევე მოიცავს ოდესღაც დედამიწის მსგავსი პლანეტების ნამსხვრევებს. გასაოცარია იმის წარმოდგენა, რომ ეს მოხდა 10 მილიარდი წლის მასშტაბით და რომ ეს პლანეტები განადგურდნენ დედამიწის ფორმირებამდე", — თქვა აბიგეილ ელმსმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა.

"ეს ლითონებით დაბინძურებული კოსმიური ნარჩენები აჩვენებს, რომ დედამიწა არ არის უნიკალური და არსებობს სხვა პლანეტარული სისტემები ჩვენი პლანეტის მსგავსი სხეულებით", — აღნიშნულია კვლევაში.

თითქმის ყველა ვარსკვლავი თეთრ ჯუჯად იქცევა

თეთრი ჯუჯები, რომლებიც ჩნდება ჩვენი გალაქტიკის უძველესი ვარსკვლავებისგან, ჰფენს ნათელს, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ და განვითარდნენ პლანეტარული სისტემები ირმის ნახტომის უძველესი ვარსკვლავების გარშემო.

ისინი იმდენად გავრცელებულია სამყაროში, რომ ყველა ვარსკვლავის 97 პროცენტი საბოლოოდ მსგავს ციურ ობიექტად იქცევა.

თეთრი ჯუჯა არის ვარსკვლავი, რომელმაც გახარჯა მთელი თავისი საწვავი და დაკარგა ყველა გარე ფენა. შესაბამისად, ამჟამად გაცივდა და იკუმშება. ვარსკვლავების უმეტესობა, მათ შორის ისეთებიც, როგორიცაა ჩვენი მზე, საბოლოოდ გადაიქცევა თეთრ ჯუჯებად.

დააფიქსირეს ორი თავისებური თეთრი ჯუჯა

კონკრეტული კვლევისთვის ევროპის კოსმოსური სააგენტოს GAIA-ს კოსმოსური ობსერვატორიის მიერ დაფიქსირებული ორი უჩვეულო თეთრი ჯუჯა შეირჩა.

მკვლევრებმა გააანალიზეს ორი ვარსკვლავი, რომლებიც "დაბინძურებულია" პლანეტარული მასალით. აღმოჩნდა, რომ ერთი არაჩვეულებრივად ლურჯი იყო, მეორე კი ყველაზე სუსტი და წითელი ვარსკვლავია, რომელიც დღემდე აღმოაჩინეს ახლომდებარე გალაქტიკურ უბანში.

იმის დასადგენად, თუ რამდენ ხანს ცივდებოდა "წითელი" ვარსკვლავი WDJ2147-4035, ასტრონომებმა გამოიყენეს სპექტროსკოპიული და ფოტომეტრიული მონაცემები GAIA-დან, Dark Energy Survey-დან და ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის X-Shooter ინსტრუმენტიდან. მათ აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავი დაახლოებით 10,7 მილიარდი წლისაა, საიდანაც 10,2 მილიარდი წელი ცივდებოდა.

WDJ2147-4035-ზე ოდნავ ახალგაზრდა, მეორე "ცისფერი" ვარსკვლავი, WDJ1922+0233, დაბინძურებული იყო პლანეტარული ნამსხვრევებით, რომელიც დედამიწის კონტინენტურ ქერქს ჰგავს.

"წითელი ვარსკვლავი WDJ2147-4035 იდუმალია, რადგან პლანეტარული ნამსხვრევები ძალიან მდიდარია ლითიუმითა და კალიუმით. და ეს ჩვენი მზის სისტემის გადმოსახედიდან გაუგებარია. ეს არის ძალიან საინტერესო თეთრი ჯუჯა, რადგან მისი ულტრა მყარი ზედაპირის ტემპერატურა, ლითონი, ასაკი და ის ფაქტი, რომ არის მაგნიტური, მას უკიდურესად იშვიათს ხდის", — განმარტა აბიგეილმა.

მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ WDJ1922+ თავისებური 0233-ის ჰელიუმ-წყალბადის შერეული ატმოსფეროთი არის ის, რაც აძლევს მას უჩვეულოდ ლურჯ ფერს, მიუხედავად ზედაპირის ცივი ტემპერატურისა.

დასკვნები

სპექტროსკოპიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ვარსკვლავის სინათლის შესწავლას, შესაძლებელია ვარსკვლავის ატმოსფეროში არსებული ელემენტების იდენტიფიცირება და რაოდენობრივი დადგენა.

ჯგუფმა აღმოაჩინა უძველესი ლითონის თეთრი ჯუჯა WDJ2147-4035 სპექტრის შესწავლით, რომელიც შეიცავს ნატრიუმს, ლითიუმს და კალიუმს, ასევე ნახშირბადის შესაძლო აკრეციას.

WDJ2147-4035 წითელი ვარსკვლავის ნამსხვრევები, რომელიც აღმოაჩინეს მის ატმოსფეროში, არის უძველესი პლანეტარული სისტემიდან. ვარსვლავი საბოლოოდ თეთრ ჯუჯად გადაიქცა. ეს უძველესი პლანეტარული სისტემაა, რომელიც კი ოდესმე აღმოუჩენიათ ირმის ნახტომის გალაქტიკაში.

"როდესაც ეს ძველი ვარსკვლავები ჩამოყალიბდნენ 10 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ, სამყარო ნაკლებად მდიდარი იყო მეტალებით, ვიდრე ახლა. ლითონები წარმოიქმნება ვარსკვლავების ევოლუციისას და გიგანტურ ვარსკვლავური აფეთქებებისას", — განაცხადა უორვიკის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა პიერ-ემანუელ ტრემბლეიმ.

მეცნიერების თქმით, ეს ორი თეთრი ჯუჯა მნიშვნეოვანია უძველესი პლანეტების ფორმირების შესასწავლად. ეს ასევე საინტერსოა იმ მხრივ, რომ საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც მზის სისტემის ფორმირება ჯერ არ იყო დაწყებული და სამყაროც შედარებით განსხვავებული იყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.