ე.წ. წითელი ცხვირების საქმეზე სასამართლო დასრულდა — რა ვიცით
ფოტო: Red Nose Day Georgia / Facebook
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოდავე მხარეები სოციალურ ქსელში წერენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2017 წლის ივნისში აკა სინჯიკაშვილმა თეონა ბაღდავაძე საქველმოქმედო აქციის, "წითელი ცხვირების" კამპანიისგან მიღებული ფულის მითვისებაში საჯაროდ დაადანაშაულა.
- როგორც ის ამბობდა, ბაღდავაძემ უთხრა, რომ გაიყიდა 15 000 "ცხვირი", შედეგად კი 75 000 ლარი შეგროვდა.
- წერდა, რომ ეს მოსალოდნელზე ნაკლები იყო, რადგან, "მთელ საქართველოს წითელი ცხვირები ეკეთა", ასევე, "იყიდებოდა მაისურები, კომპანიები იხდიდნენ სასპონსორო თანხებს".
- ამავე პოსტში საუბრობდა იმაზეც, რომ შემოსული თანხიდან 35 000 ლარი მიიღო, ხოლო ბაღდავაძე ეჭვობდა, რომ სინჯიკაშვილმა სწორედ ეს თანხა გაფლანგა, რომელიც მას საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაეცა.
- საქმის გამოძიებას ორივე მხარე ითხოვდა, თუმცა სინჯიკაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ხოლო ბაღდავაძემ საქალაქო სასამართლოს მიმართა — ფინანსურმა პოლიციამ დავაში ბაღდავაძის დანაშაული ვერ დაინახა.
დეტალები: ბაღდავაძე ითხოვდა, რომ სინჯიკაშვილს მისთვის და Red Nose Day Georgia-სთვის ბოდიში მოეხადა და დღის ცენტრის ასაშენებლად მიღებული ფული დაებრუნებინა.
- საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ბაღდავაძეს სასამართლოში მოუწია იმის მტკიცება, რომ სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ბრალდებით მის საქმიან რეპუტაციას ზიანი მიადგა, რადგან სხვა შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.
- 2018 წელს მან On.ge-სთან განაცხადა, რომ მორალური ზიანისთვის ის 5 ლარს ითხოვდა და ამბობდა: "რომ დავიწყო იმის გაზომვა რა სახის რეპუტაციული ზიანი მომადგა, რა თქმა უნდა, უკვე სხვა თანხებზე ავალთ".
რას ამბობენ მხარეები: ბაღდავაძე წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სინჯიკაშვილმა თანხა უკან უნდა დააბრუნოს და ეს ფული გამჭვირვალე საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
- მას არ უხსენებია, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ რეპუტაციის შელახვის ნაწილში, თუმცა კომენტარებში დააზუსტა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხოლოდ ის პუნქტი სადაც ცნობების უარყოფას ითხოვდა და დამატებით დეტალებს დაწერს, როცა დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდება.
- სინჯიკაშვილის თქმით, სასამართლომ ის რეპუტაციის შელახვის ნაწილში სრულად გაამართლა.
- "პროცესში აღმოჩნდა ისიც, რომ ბაღდავაძე არ ყოფილა Red Nose საერთაშორისო ორგანიზაციის არც ოფიციალური და არც არაოფიციალური წარმომადგენელი [...] რაც მთავარია, დამტკიცდა, რომ ტყუილად არავისთვის არაფერი დაგვიბრალებია და ერთი სიტყვაც ტყუილი არ მითქვამს, არც თქვენთვის და არც სასამართლოსთვის", — ამბობს ის.
- სინჯიკაშვილი ადასტურებს, რომ თანხის დაბრუნების ნაწილში სასამართლომ ბაღდავაძეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა, თუმცა თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან, როგორც ის ამბობს, ამ ფულით და "ალბათ, კიდევ ორჯერ მეტით" მოხალისეების შენობა გახსნეს.
- "აი, მაგ ჭკუაზე ვარ ახლა, ეს ამხელა ცენტრი დავხურო, ამდენი ათასი ადამიანის შრომა წყალში ჩავყარო და ეს თქვენი შეგროვილი ფული უკან დავუბრუნო", — წერს ის.
- დამატებითი ინფორმაციის მიღებას On.ge მოდავეებისგან და სასამართლოსგან ცდილობს.
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები