რა გელოდება თბილისის წიგნის დღეებზე — სიახლეები პალიტრა L-სგან
თბილისის წიგნის დღეებს ყველა მკითხველი მოუთმენლად ელოდება, თუმცა ახალი წიგნების ზღვაში ხანდახან რთულია შენთვის შესაფერისი საკითხავი შეარჩიო. სწორედ ამიტომ, დღეს გამომცემლობა პალიტრა L-ის მრავალფეროვან სიახლეებზე მოგიყვებით, რომელთა შორის თავის რჩეულს ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვის. სიახლეების გარდა სხვა ფასდაკლებებსა და შეთავაზებს კი გამომცემლობის კატალოგში იპოვით.
წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე სერია ლიტერე ინვენტეს ახალი წიგნია. 2022 წელს ანი ერნო გახდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი "გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებას და კოლექტიურ იძულებას".
მისი რომანი — წლები 2008 წელს გამოიცა. ნაწარმოები, რომელიც ავტობიოგრაფიულ ელემენტებს ეფუძნება, ასახავს ქალის ცხოვრებას 1941-დან 2006 წლამდე. რომანი არა მხოლოდ ერთი ქალის, არამედ მთელი თაობის ცხოვრების ანონიმური ისტორიაა, როგორც ერნო ამბობს, "ვირჯინია ვულფიდან სამოცდაათი წლის შემდეგ და მარგერიტ დიურასიდან ოცი წლის შემდეგ." მწერალი მიჰყვება ურთიერთგამომრიცხავ შთაბეჭდილებებს მუდამ გაუგებარ რეჟიმში გატარებული ქალის ცხოვრებიდან და მას „უპიროვნო"და კოლექტიური ავტობიოგრაფიის ფორმად აქცევს.
მთარგმნელი: ლალი უნაფქოშვილი
თუ ახალი მხატვრული ლიტერატურა გაინტერესებთ და თან არც ჟანრების მრავალფეროვნების გეშინიათ, ამ სერიაში თქვენთვის საინტერესო წიგნს უსათუოდ წააწყდებით. ძალიან მალე, სერიას ზაზა ჭილაძის თარგმნილი უილიამ ფოლკნერის "იგავი" შეემატება და ლიტერე ინვენტეს თაროზე ამჯერად კლასიკური ტექსტიც გაჩნდება.
თუ ქართული ლიტერატურა გაინტერესებთ და ქალი ავტორების ტექსტები გამორჩეულად გიყვართ, მაშინ შემდეგი კრებული არ უნდა გამოტოვოთ.
სერია "ქალების კალმით" აერთიანებს გამორჩეულ ბიოგრაფიის, წერის სტილისა თუ იდეოლოგიის მქონე ქალ ავტორებს, რომლებმაც გაბედეს, საკუთარი ეპოქისა და ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას გამოხმაურებოდნენ. ორტომეული "თანამედროვე ქართული პროზა — ქალების კალმით" XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ქართულ მწერლობაში მკვეთრად გაძლიერებული ქალი ავტორების ხაზის ამსახველი კრებულია, რომელშიც 30-ზე მეტი თანამედროვე მწერლის მოთხრობაა თავმოყრილი. კრებული მეტ-ნაკლებად სრულ წარმოდგენას ქმნის იმაზე რამდენად მრავალფეროვანი, მრავალწახნაგოვანი და ძლიერია ეს ლიტერატურა. თითოეული ავტორი გამოირჩევა მკაფიო ხელწერით, სიფაქიზითა და გაბედულებით. ისინი ჰყვებიან ხშირად უჩვეულო პირდაპირობით, განსხვავებული პერსპექტივითა და სიტყვების ახლებური შეფერილობით. წიგნის დღეებზე კრებულის პირველი ტომის შეძენას შეძლებთ, მეორე ტომი კი წლის ბოლომდე გამოიცემა.
რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არც პოპულარული მხატვრული ლიტერატურის მოყვარულები დარჩებით და ამ ფესტივალზე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი კოლინ ჰუვერის ბესტსელერი დაგხვდებათ. პოპულარული პლატფორმა BOOKTOK-ის რჩეულმა წიგნმა წელი "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერობით დაიწყო, ახლა კი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მხატვრული წიგნია.
"ყველაფერი მთავრდება ჩვენით" ტოქსიკური რომანტიკული ურთიერთობების, ოჯახური პრობლემების, ძალადობისა და ქალთა უფლებების პრობლემატიკას ეხმიანება.
როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს.
ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობენ.
მსგავსი წიგნები შეგიძლიათ სერია "წლის ბესტსელერის" თაროებზე მოიძიოთ. ხოლო კოლინ ჰუვერის ახალ თარგმანებს, "Ugly Love"-სა და "Verity"-ს პალიტრა L ძალიან მალე შემოგთავაზებთ.
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
თბილისის წიგნის დღეებზე მკითხველი პალიტრა L-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის, კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორის" მონაწილეებსა და მათ წიგნებსაც შეხვდება. კონკურსის მთავარი მიზანია ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა
ოლანი ბიწაძე — მანიტუ
"მანიტუ" წარსულის, აწმყოსა და სიზმრის (და არა მომავლის) მონაცვლეობის ფონზე მოთხრობილი ახალგაზრდა ქალის, დორას ამბავია. ბავშვობაში მშობლებისგან შემთხვევით მოსმენილი საიდუმლო დორას სიზმარ-ცხადის ზღვარზე მოხეტიალე მარტოსულ, ტრავმირებულ ადამიანად აქცევს. მთავარი გმირის განცდებითა და ეჭვებით სავსე ცხოვრება მანამდე გრძელდება, სანამ ის თავის მეგობართან, მოგვიანებით კი ქმართა, კოტესთან, ერთად სიმართლეს არ გამოიძიებს.
ირაკლი არიშვილი - დასაწყისის დასასრული
ერთ ჩვეულებრივ დღეს, დილით, მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩენს , რომ გამქრალია და ვეღარავინ ხედავს! ესოდენ უცნაური გარდასახვა უამრავ ემოციასთანაა წილნაყარი. შეგრძნებათა უცნაურ ლაბირინთში აღმოჩენილი გმირი იწყებს პასუხის ძიებას და ამ გზას ის ბევრ გზაჯვარედინთან მიჰყავს. ის იყურება წარსულში, ოჯახის წევრების, სხვა ადამიანთა ფიქრებში. მისი ძიება იმპულსურია და დამღლელი, მაგრამ გასაღები მაინც აუცილებლად საპოვნელია... ვინ და რა დააბრუნებს გმირს ჩვეულ ორბიტაზე? იქნებ, ნამდვილი ცხოვრება, ანუ ჭეშმარიტი გზა სწორედ რომ ამ გარდასახვიდან იწყება...
ანუკი შატაკიშვილი — წუთით კოსმოსში
ამ რომანის პერსონაჟები ჯერ კიდევ შორეულ ბავშვობაში იცნობდნენ ერთმანეთს, მერე მათი გზები გაიყარა და თითოეულს საკმაოდ მძიმე ცხოვრება არგუნა ბედმა. ოცნებები და მიზნები დროსთან ერთად, ეპოქის შესატყვისად იცვლებიან. მთვარეზე გაფრენაა ნაწარმოების მთავარი გმირების- ლალუნასა და ჰალეის-ბავშვობის დროინდელი სურვილია, რომელიც მშობლებისაგან ესტაფეტად გადმოეცათ. მაგრამ კოსმოსისაკენ მიმავალი გზა დიდი საიდუმლოებებით, ხიფათებითა და დაბრკოლებებითაა სავსე. როგორ გაუმკლავდება შეყვარებული წყვილი ამ დაბრკოლებებს? რა არის ის, რის წყალობითაც მთვარეზე გაფრენაც კი შესაძლებელი ხდება?
დაძაბული სიუჟეტისა და თინეიჯერებისთვის განკუთვნილი ლიტერატურის მოყვარულები ადამ სილვერას ბესტსელერს დიდი ხანია ელოდნენ. "ბოლოს ორივე კვდება" შეგვახსენებს, რომ არ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის გარეშე და სიყვარული დანაკარგის გარეშე. ამ შემზარავ, მაგრამ ამაღელვებელ ისტორიაში ორი ადამიანის შესახებ ვკითხულობთ, რომელთა ცხოვრება იცვლება ერთი დაუვიწყარი დღის განმავლობაში:
5 სექტემბრის შუაღამით მატეო ტორესსა და რუფუს ემეტერიოს სიკვდილის უწყება ურეკავს და ცუდ ამბავს ატყობინებს: ისინი დღეს მოკვდებიან. მატეო და რუფუსი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობები არიან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ბოლო დღისთვის მეგობარს ეძებენ. კარგი ამბავი: საამისოდ ერთი აპლიკაცია არსებობს და მას უკანასკნელი მეგობარი ჰქვია. მისი საშუალებით მატეო და რუფუსი სადაცაა ერთმანეთს შეხვდებიან და მთელი ცხოვრების ერთ დღეში მოსასწრებად უკანასკნელ, დიდ მოგზაურობას დაიწყებენ.
მთარგმნელი: გიორგი გომართელი
ამავე ჟანრს მიეკუთვნება მიკ ჰერონის "ხელმოცარულთა ბუნაგი"
სლაუ-ჰაუსში ხელმოცარულ აგენტებს გზავნიან. ამის გამო შეარქვეს მათ ”ჯაგლაგები“. თითოეულმა მათგანმა ისე შეირცხვინა თავი, რომ აქ მოხვდა _ ან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩააგდო და აღარ ენდობიან; ან რომელიმე ამბიციურ კოლეგას შეუშალეს ხელი თავიანთი არსებობით; შესაძლოა მეტისმეტად ”მეგობრობენ“ სასმელთან _ ამ პროფესიის ხალხში ეს ჩვეულებრივი ამბავია. რივერ კარტრაიტიც ერთ-ერთი ”ჯაგლაგთაგანია“ _ ოპერაცია რომ ჩააფლავა და ახლა სლაუ-ჰაუსში მობილურ ტელეფონებზე საუბრებს შიფრავს. როცა ახალგაზრდა
პაკისტანელს მოიტაცებენ და გამტაცებლები ინტერნეტის პირდაპირ ეთერში მისი თავის მოჭრით იმუქრებიან, რივერს ცოდვის გამოსყიდვის საშუალება ეძლევა. მაგრამ ვინ არის მსხვერპლი? რა კავშირი აქვთ გამტაცებლებს შერისხულ ჟურნალისტთან? სანამ წამმზომი ჩართულია, რივერი აღმოაჩენს, რომ თითოეულ მათგანს თავისი გეგმა ჰქონია.
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
თინეიჯერებისთვის ამჯერად არამხატვრული წიგნების გამოცემაც დაიწყო და ამ მიმართულების პირველი წიგნი სწორედ წიგნის დღეებზე დაგხვდებათ:
"შენ ჩემპიონი ხარ" ბევრი მეოცნებისთვის ცხოვრებისეული მეგზური და ერთგული მრჩეველი გახდა. ამ წიგნში აღმოაჩენ, თუ როგორ გახდე თავდაჯერებული; როგორ დაისახო დიდი მიზნები და მერე როგორ გაიარო ამ მიზნებამდე მისასვლელი გზები; გამოიმუშავო ჩემპიონის უნარ-ჩვევები, იმუშავო საკუთარი თავის სრულყოფაზე და არასოდეს შეწყვიტო სწავლა."
მარკუს რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშეა − ეს უკვე დიდი მიღწევაა! მაგრამ მხოლოდ კარიერული წარმატებით არ დაკმაყოფილებულა − მან საკუთარი სამოქალაქო ვალდებულება სოციალურ აქტივობაში დაინახა − ბავშვთა შიმშილობის წინააღმდეგ შთამაგონებელი კამპანია წამოიწყო და ასობით ბავშვს ბავშვობა გაულამაზა. ეს მარკუს რაშფორდია, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ინგლისელი ბიჭი იყო, ცხოვრობდა მანჩესტერის სამხრეთით, უიდენშოში, და ფეხბურთელობაზე ოცნებობდა... მარკუსმა მთავარი ოცნება აიხდინა, დიდ მიზნებსაც მიაღწია და წარმატებების გზებითაც იარა და ახლა ცდილობს საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს.
მთარგმნელი: გიორგი გომართელი
იპოვე შენი წიგნი წიგნის დღეებზე! 4-5-6 ნოემბერს, გელოდებით Expo Georgia-ში.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები