თიბისი — საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის
ფოტო: თიბისი
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა თიბისი ორ ნომინაციაში საუკეთესო ბანკად დაასახელა. Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოება SME Bank Awards 2023-ზე თიბისიმ ჯილდო შემდეგ კატეგორიებში მოიპოვა: საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საქართველოში.
თიბისიმ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, დაჯილდოებაზე კონკურენცია 70-მდე ქვეყნიდან შერჩეულ ბანკებს გაუწია და საუკეთესოს ტიტულიც დაიმსახურა. რაც შეეხება თავად Global Finance-ს, ჟურნალი 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია, მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.
"ეს მიღწევა, ზოგადად, თიბისის მუშაობის კულტურისა და ჩვენი დასახული მიზნების დამსახურებაა. ჩვენი მიზანია, ყველა ზომის ბიზნესებისთვის სანდო პარტნიორი და მხარდამჭერი ვიყოთ. ამისთვის ჩვენ ვქმნით სხვადასხვა პროდუქტსა და გადაწყვეტებს ბიზნესის განვითარების ნებისმიერი ეტაპისთვის. ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნეს კომუნის განვითარებას, სხვადასხვა ინიციატივითა და პროგრამით. ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ ჩვენს მიზანს ძალიან კარგად ვასრულებთ", — ამბობს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, თორნიკე გოგიჩაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თიბისი უკვე 30 წლისაა და ამ გრძელი და შრომატევადი გზის განმავლობაში ბანკს არაერთი ჯილდო მიუღია. თორნიკეს თქმით კი, Global Finance-ის ჯილდო თიბისის მრავალრიცხოვანი პროექტისა და ხარისხიანი პროდუქტების მორიგი აღიარებაა, რომელთა საშუალებითაც ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს.
"მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს. შესაბამისად ამ მიმართულების განვითარება, ქვეყნის განვითარებას ნიშნავს. ეს ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია", — განაცხადა თორნიკე გოგიჩაიშვილმა.
უკვე წლებია, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებს არაერთ ინიციატივას სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ინიციატივაა ბიზნესდაჯილდოება, რომელიც უკვე მე-5 წელია ტარდება. თიბისის ბიზნესდაჯილდოება საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაციასა და ბიზნეს სოციუმის განვითარებას ემსახურება.
ფოტო: თიბისი
ბიზნესდაჯილდოება ყოველწლიურად საზოგადოებას სხვადასხვა კომპანიის წარმატების ისტორიებს აცნობს. თორნიკე გოგიჩაიშვილის თქმით, 7 წლის განმავლობაში დაჯილდოების პლატფორმამ 3000-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.
თიბისიმ 2017 წელს საქართველოში დამწყები ბიზნესების დაფინანსება დაიწყო და პროგრამა სტარტაპერი შექმნა. პროგრამა სტარტაპერის მიზანი ქვეყანაში სტარტაპების მხარდაჭერა და ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა. ამ დრომდე სტარტაპერებზე სესხის სახით გაცემულია 315 მილიონ ლარზე მეტი. 5 წლის განმავლობაში თიბისის სხვადასხვა მხარდაჭერით უკვე 55 000-ზე მეტმა დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა.
გარდა დაფინანსებისა, პროგრამა სტარტაპერი ახალი კავშირების დამყარებას, მარკეტინგულ და საკომუნიკაციო მხარდაჭერას და მრავალ სხვა ინდივიდუალურ, სტარტაპის საჭიროებაზე მორგებულ სერვისს გულისხმობს. თუმცა გარდა ამ პროგრამებისა, ბიზნესგანათლებაც თიბისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ფოტო: თიბისი
"ჩვენ გვაქვს ყველაზე მსხვილი ბიზნეს განათლების პროგრამა, რომელიც 8 წელზე მეტია მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში ჩატარდა 1000-ზე მეტი ლექცია, დამსწრეების რაოდენობამ კი 30 000-ს გადააჭარბა. წელიწადში რამდენჯერმე ჩვენ გავდივართ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ადგილობრივ ბიზნესს ვესაუბრებით მათთვის რელევანტურ თემებზე, ბიზნეს ფორუმების ფორმატში ამას ვაკეთებთ სხვადასხვა დარგის კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად", — ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი.
თიბისი როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის ცხოვრებისა და საქმიანობის გამარტივებაზე ზრუნავს, რაც პირველ რიგში ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება. ასევე უნდა აღინიშნოს, Global Finance-ის მიერ თიბისის ბიზნეს ონლაინ პორტალი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა მომხმარებლის გამოცდილების კუთხითაც.
"ერთი წლის წინ ჩვენს ფილიალებში გამოჩნდა ახალი პროფესიის ადამიანი — ბიზნეს გიდი, რომელიც ფილიალში მისულ ნებისმიერ მომხმარებელს, იქნება ეს თვითდასაქმებული, სტარტაპერი, მცირე თუ საშუალო მეწარმე, აცნობს საბანკო და არასაბანკო პროდუქტებსა თუ პროცესებს, რაც მათ საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში ეხმარება. ჩვენ ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის ჩვენს ფილიალებში დავნერგეთ ბიზნესის რეგისტრაცია, ანუ შესაძლებელია თიბისის ფილიალებში არა მარტო თქვენი კომპანიის ფინანსური საკითხები მოაგვაროთ, ანგარიშები გახსნათ და ა.შ. არამედ დაარეგისტრიროთ კომპანია და დაიწყოთ საქმიანობა", — განაცხადა თორნიკე გოგიჩაიშვილმა.
იმისათვის, რომ მომხმარებლებს ყოველდღიური ბიზნეს საქმიანობა გაუმარტივდეს, თიბისის გუნდი თანამედროვე პროდუქტებსა და სერვისებზე მუშაობას აგრძელებს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებასაც და თიბისის გუნდი სამომავლოდ არაერთ ახალ ინიციატივას გვპირდება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები