რას პასუხობენ მოსამართლეები მურუსიძის განცხადებას
ფოტო: spunout
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, ლევან მურუსიძის განცხადება რამდენიმე მოსამართლემ გააკრიტიკა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მურუსიძემ თქვა, რომ მოსამართლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში "ექსკურსიებზე დაჰყავთ".
- "ხუთი დღით წავლენ, დაათვალიერებენ შენობებს, კარგია, რა თქმა უნდა, მივესალმები. გულწრფელად ვიძახი, ყველა ამბობს, რომ ჩავალთ შენობას ვნახავთ, ჩამოვალთ", — ამბობს მურუსიძე.
- ლევან მურუსიძე ე.წ. სასამართლო კლანის გავლენიან წევრებად მოიაზრებიან. 23 ოქტომბერს იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრებად სწორედ ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.
დეტალები: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ მურუსიძის განცხადების შემდეგ პოსტი დაწერა. მისი თქმით, სიამოვნებით ივლიდა აშშ-ში ექსკურსიებზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ბევრად მნიშვნელოვანია ის, რაც ვიზიტების დროს შეიძინა.
- "ბოლო ვიზიტის დროს 8-დან საღამოს 7 საათამდე, ყოველ დღე პროცესებს ვესწრებოდით და ამერიკელ კოლეგებს ვხვდებოდით;
- მაოცებს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც შენობების მეტი არაფერი დაამახსოვრდა ამ ვიზიტებით, იმედია ასეთები უმცირესობაში არიან", — წერს ის.
- "მადლობა ყველა იმ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, ვინც წლებია იღვწის და უამრავ რესურსს ხარჯავს ქართული სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის;
- იმედს ვიტოვებ რომ ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და იმ ეტაპამდე მივალთ, რომ ექსკურსიებზე სიარულიც საკმარისი იქნება".
გარდა ამისა, ეკა არეშიძის პოსტის ქვემოთ კომენტარი დატოვეს სხვა მოსამართლეებმაც.
- საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძე წერს, რომ ამერიკაში სასამართლო პროცესებზე დასწრებამ დაანახა და ასწავლა შეჯიბრებითობაზე დამყარებულ პროცესებზე თუ რა დიდი როლი აქვს მოსამართლეს — "უამრავი მადლობა ამერიკელ კოლეგებს ჩვენი მხარდაჭერისთვის და გაძლიერებისთვის".
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე ამბობს, რომ პარტნიორების დახმარებით უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შეიძინა თითოეულმა მოსამართლემ.
- "სამუშაო ვიზიტებით საბჭოს წევრებიც არაერთ ქვეყანაში არიან ნამყოფი და ექსკურსიად აღქმა არასწორია. ამით ყველა იმ ადამიანის შრომის დაკნინება ხდება, ვინც ძალიან დიდ რესურს დებს საერთო საქმეში და რუსთავის საქალაქო სასამართლო ყოველთვის წარმატებით იყენებს იქ მიღებულ გამოცდილებას", — წერს მადონა მაისურაძე.
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი კი აცხადებს, რომ აშშ-ში ყოფნისას ძალიან საინტერესო სასამართლო სხდომებს დაესწრო და ქალთა როლის გაძლიერების თაობაზე არაერთი საინტერესო შეხვედრის მონაწილე იყო.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები