გაიგე, მზად ხარ თუ არა საკუთარი სტარტაპის დასაწყებად — ტესტი
დაძინების წინ ან შხაპის მიღებისას ხშირად არის წამი, როცა თავში "გენიალური იდეა" მოგვდის და დაწრმუნებული ვართ, რომ ის ნამდვილად უნიკალურია. თუმცა, რეალურ სამყაროში ასეთი იდეების მცირეზე მცირე ნაწილი თუ მუშაობს.
ამა თუ იმ იდეის განხორციელებისთვის სპეციფიკური ცოდნა, ძალისხმევა და მონდომება გვჭირდება. ასევე, სხვადასხვა ტიპის რესურსი — იქნება ეს ფინანსური, ადამიანური თუ დროითი. სწორედ ამიტომ, ჩვენს თავებში შესაძლოა უამრავი "გენიალური იდეა" ტრიალებს, თუმცა მათ შესრულებას ხშირად სხვები გვასწრებენ.
ამ ტესტით შეგიძლია შეამოწმო, რამდენად მზად ხარ შენი "გენიალური იდეა" რეალურ პროდუქტად აქციო, დაიწყო სტარტაპი და მის ზრდაზე ზრუნვაც არ დაგავიწყდეს.
გაიგე, მზად ხარ თუ არა საკუთარი სტარტაპის დასაწყებად — ტესტი
ტესტის დაწყება1 / 10 წარმოიდგინე, რომ გაქვს სტარტაპ იდეა, რომლითაც აღფრთოვანებული და აჟიტირებული ხარ. პირველ რიგში, რა გჭირდება ასეთ დროს?
2 / 10 რა არის MVP?
3 / 10 რა მიზანი აქვს სტარტაპ აქსელერატორს?
- სტარტაპის მეწილედ გახდომა
- სტარტაპ იდეის გაჩენაში დახმარება
- სტარტაპის ინვესტორებთან დაკავშირება
- დამწყები, ზრდაზე ორიენტირებული სტარტაპების მხარდაჭერა, მენტორობა და პარტნიორობა
4 / 10 ბუნებრივია, სტარტაპ იდეის განხორციელებას ფინანსები სჭირდება. რა შეგიძლია გააკეთო მათ მოსაზიდად?
- პროდუქტის პროტოტიპი ონლაინ დონაციების მოსაპოვებელ (crowdfunding) საიტებზე განვათავსო
- თემატურ ღონისძიებებს დავესწრო და კონტაქტები დავამყარო
- ყველა პასუხი სწორია
- ინვესტორის მოძიებაზე ზრუნვა დავიწყო
5 / 10 რას უნდა მიაქციო ყურადღება ინვესტორის შერჩევისას?
6 / 10 ინვესტორის წინაშე სტარტაპის წარდგენისას, რა უნდა გაითვალისწინო აუცილებლად?
- სტარტაპის დაარსების ისტორია უნდა მოყვე
- ყველა პასუხი სწორია
- ბიზნეს მოდელი უნდა წარადგინო
- პროდუქტის შესახებ ინფორმაცია მარტივად და გასაგებად უნდა გადმოსცე
7 / 10 გუნდზე რომ გადავიდეთ, ვისი ყოლაა აუცილებელი დამწყები სტარტაპის გუნდში?
8 / 10 რა უნდა განსაზღვრო პირველ რიგში, პროდუქტზე მუშაობისას?
- ვისთვის იქმნება პროდუქტი? ვინ არის მისი სამიზნე აუდიტორია და რა საჭიროებები აქვს
- შეძლებ თუ არა ამ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანას
- ვინ იმუშავებს პროდუქტზე
- ვინ შეიძლება იყოს ინვესტორი და რა შევთავაზოთ ისეთი, რომ თანხა მოგვცეს
9 / 10 ვინ არის ანგელოზი ინვესტორი?
- ინვესტორი, რომელიც ადრეული განვითარების სტარტაპებს კომპანიის მცირე წილის სანაცვლოდ აფინანსებს და გამოცდილების/კონტაქტების გაზიარებასაც არ ზარდება
- ინვესტორი, რომელიც სტარტაპებს კომპანიის წილს საერთოდ არ სთხოვს
- ინვესტორი, რომელიც სტარტაპებს კომპანიის წილის 40%-ის სანაცვლოდ აფინანსებს და საჭირო ხალხთან აკონტაქტებს
10 / 10 რა ახასიათებს ვენჩერული კაპიტალს?
- ის დიდ რისკს უკავშირდება და ინვესტირების შემთხვევაში კომპანიის აქციების მნიშვნელოვანი წილი ინვესტორის ხელში გადადის
- ვენჩერული კაპიტალის ფონდი ან ინვესტორი მხოლოდ ტექნოლოგიურ სტარტაპებს აფინანსებს
- ვენჩერული კაპიტალის ინვესტორი/ფონდი დროის ერთ მონაკვეთში მხოლოდ ერთ სტარტაპში დებს ინვესტიციას და ელოდება მის წარმატებას
ქვიზი შექმნილია Founder Institute Georgia-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ეს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში გლობალური სტარტაპის შექმნაში დახმარებას გპირდებათ.
კომენტარები