უკვე ერთი წელია, რაც საქართველოში Glovo-ს სოციალური ინიციატივა, კურიერებისთვის ამოქმედდა
ფოტო: გლოვო
ერთი წლის წინ Glovo-მ მსოფლიოს ერთ-ერთმა მოწინავე ტექნოლოგიურმა კომპანიამ, სოციალური ინიციატივა, კურიერებისთვის დააანონსა. ინიციატივა განსაკუთრებულია იმით, რომ გიგ-ეკონომიკაში ჩართული ადამიანებისათვის, ის ადგენს სოციალური უფლებების სრულიად განსხვავებულ სტანდარტს, რომელიც მოიცავს სამართლიან ანაზღაურებას, გაუმჯობესებულ დაზღვევას, გაძლიერებულ უსაფრთხოებასა და კურიერთა საზოგადოებაზე ზრუნვას. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც კურიერებისთვის ამოქმედდა.
პროექტის მიზანია Glovo-ს პარტნიორი კურიერიერებისთვის უკეთესი სოციალური უფლებების უზრუნველყოფა და დაწყების დღიდან, ის მათ სხვადასხვა სარგებელს სთავაზობს:
- უფრო სამართლიანი ანაზღაურება: როდესაც საქმე ეხება ანაზღაურებას, რომელიც პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, Glovo-ში დადგენილია სტანდარტი, რომელიც შეესაბამება რეგიონულ საარსებო მინიმუმს და მოიცავს ისეთ ყოველდღიურ ხარჯებს, როგორიცაა მანქანის უზრუნველყოფა, საწვავი და ა.შ. პარალელურად კი, იმ პარტნიორ კურიერებს, ვინც ყველაზე ხშირად იყენებენ აპლიკაციას, ერთგულების ჯილდოს სთავაზობს.
- 360° უსაფრთხოება: დახმარება გაუთვალისწინებელ სიტუაციებში, პირველადი დაზღვევის დაფარვა, უბედური შემთხვევები და მესამე მხარის პასუხისმგებლობა. ახლა, Glovo-ს პარტნიორ კურიერებს აქვთ ფინანსური ანაზღაურება ავადმყოფობის დროს, ერთჯერადი ფინანსური უზრუნველყოფა ბავშვის დაბადების ან შვილად აყვანის შემთხვევაში; ოჯახური პრობლემების შემთხვევაში კი - გადაუდებელ საოჯახო ხარჯებს, Glovo დაფარავს.
გარდა ამისა, Glovo-მ პარტნიორ კურიერებს მისცა წვდომა EASST-ის უსაფრთხოების კურსებზე. ამ სესიებში, მონაწილეობა მიიღო 900-მა პარტნიორმა კურიერმა. მათ მოტოციკლებისა თუ მანქანების უსაფრთხო მართვის და პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევები გაიუმჯობესეს.
- თანასწორობა და პროაქტიული მენეჯმენტი: სამართლიანი და ხელმისაწვდომი გასაჩივრების პროცესი აპლიკაციიდან გამორთული ყველა პარტნიორი კურიერისთვის, დამოწმებული დამოუკიდებელი სუბიექტის მიერ. გარდა ამისა, ახლად შექმნილი არხები, პარტნიორ კურიერებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, ეს არხები, პარტნიორ კურიერებთან, ღია დიალოგს უზრუნველყოფს.
- კურიერების საზოგადოებაზე ზრუნვა: ამ ერთი წლის განმავლობაში, Glovo-ს ინიციატივას Impact Hub-იც შეუერთდა და პარტნიორი კურიერებისთვის, მეწარმეობის კურსები წამოიწყო. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციებისთვის, აპლიკაციაში SOS ღილაკი ამოქმედდა და შევიწროების თავიდან ასაცილებლად, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა დაინერგა.
ინიციატივის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, შესაძლებელია თამამად ითქვას, რომ ყველა ქვეყანაში ანაზღაურების ყოველკვირეული ზრდა დაფიქსირდა. მაგალითად, საქართველოში, ყოველკვირეული შემოსავალი თითქმის 24%-ით გაიზარდა. ასევე, ზემოთ აღნიშნულმა ბენეფიტებმა, დადებითად იმოქმედა პლატფორმაზე დარეგისტრირებული პარტნიორი კურიერების მოტივაციაზე - საქართველოში, აპლიკაციაში დარეგისტრირებიდან ერთი თვის შემდეგ, კურიერების 90%, კვლავ სარგებლობენ პლატფორმით, ხოლო სამი თვის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 73%-ია. ბენეფიტები ხელმისაწვდომია ყველა კურიერისთვის, საქართველოს 10-ვე ქალაქში, სადაც Glovo ოპერირებს.
"Couriers Pledge-ის ფარგლებში, ორი ინიციატივით ვისარგებლე: პირველი, ესაა ჯანმრთელობის დაზღვევა და მეორე, ლოიალურობის პროგრამა. 8 თვის წინ, როდესაც ჩემი შვილი დაიბადა, სამედიცინო ხარჯების ნაწილი, სწორედ Glovo-მ აანაზღაურა. რაც, ჩემთვის, როგორც კომპანიის პარტნიორისთვის, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ასევე, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, უკვე მივიღე ლოიალურობის ბონუსი. ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები, მეტად ზრდის კურიერების მოტივაციას. პირადად მე, უახლოეს მომავალში, საგანმანათლებლო ინიციატივებშიც ვგეგმავ ჩართვას", — ამბობს ნიკა ლასარეიშვილი, Glovo-ს პარტნიორი კურიერი.
აღსანიშნავია, რომ Glovo არის პირველი კომპანია, რომელმაც წამოიწყო მსგავსი ინიციატივა და გიგ-ეკონომიკაში ჩართულ ადამიანებს, უკეთესი სამუშაო პირობები შესთავაზა. ინიციატივის მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით, პოზიტიური გავლენის შექმნა და ინდუსტრიის სხვა მოთამაშეების წახალისება, რათა ერთობლივი ძალებით გაუმჯობესდეს გიგ-ეკონომიკაში არსებული სტანდარტები.
"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც 1 წლის წინ, Glovo-ს ინიციატივა ამოქმედდა. იმ შედეგებით, რომელიც ამ დროში მივიღეთ, შეიძლება აღინიშნოს, რომ ამ ინიციატივამ, რეალური პოზიტიური შედეგები მოიტანა როგორც ჩვენ პარტნიორი კურიერებისთვის, ასევე, ზოგადად ქვეყნისთვის.
დღეს, ინიციატივა ხელმისაწვდომია 17 000-ზე მეტი პარტნიორი კურიერისთვის პოლონეთში, მაროკოში, საქართველოში, ყაზახეთში, ხორვატიასა და მონტენეგროში. ეს მაჩვენებელი, მსოფლიოს მასშტაბით, Glovo-ს პარტნიორი კურიერების თითქმის მეოთხედს (23%) შეადგენს.
სულ მალე, ინიციატივა კურიერებისთვის ამოქმედდება განაში, კენიაში, სერბეთში, ყირგიზეთში, ბულგარეთსა და ბოსნიაში. რაც ნიშნავს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თითქმის 22 000-ზე მეტი პარტნიორი კურიერი ისარგებლებს გაუმჯობესებული სამუშაო სტანდარტით", — აცხადებს არტემ კოლოსიუკი, Glovo-ს გენერალური მენეჯერი.
Glovo-ს შესახებ
Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. აპლიკაცია, ასევე მოიცავს კატეგორიას ყველაფერს, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს, საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს ყველაფერი, რაც უნდა. Glovo, 2015 წელს, ბარსელონაში დაარსდა და არის ტექნოლოგიური, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყნის და 1300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. ჩვენი ხედვაა, რომ ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქში, უნდა ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე, რაც მას სურს!
Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები