ვოლოდიმირ ზელენსკი

10 Oct. 2022, 23:52

ტერორისტების ლიდერები ამბობენ, რომ მათ ყველა სამიზნეს დაარტყეს, რაც დაგეგმეს. პირველ რიგში, ისინი იტყუებიან, როგორც ყოველთვის.

მეორეც, იტყუებიან, როგორც ყოველთვის. შეხედეთ მათ რეალურ მიზნებს, ენერგეტიკული ობიექტების გარდა. შეხედეთ ჩვენი დედაქალაქის მხოლოდ ერთ მაგალითს...

გზაჯვარედინი კიევში, სადაც მე ვდგავარ. ვოლოდიმირსკის ქუჩისა და შევჩენკოს ბულვარის კვეთა. აი, ეს არის მიზანი.

აქედან შვიდას მეტრში არის სოფიას ტაძრის სამრეკლო. მოსკოვი ჯერ არ არსებობდა, როცა ის უკვე იდგა.

ცოტა უფრო შორს — ვოლოდიმირსკის გორაკი, ადგილი, რომელიც გახდა ქრისტიანობისა და კულტურის წყარო აღმოსავლეთ ევროპისთვის. კერძოდ, იმ ტერიტორიისთვის, რომელსაც მოგვიანებით რუსეთი ეწოდა.

ჩემს გვერდით არის შევჩენკოს უნივერსიტეტის შენობები, რომელიც მალე 190 წლის იუბილეს აღნიშნავს. ისინი ახლა დაზიანებულია რუსეთის ამ დარტყმით. მაგრამ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ.

დღეს მასწავლებლის საქალაქო სახლიც დაზარალდა. ერთ დროს იქ მუშაობდა უკრაინის ცენტრალური საბჭო და ეს ადგილი უკრაინელებისთვის ყოველთვის იქნება ხსოვნის ადგილი ჩვენი სახელმწიფოებრიობის დიდებული ისტორიის შესახებ.

ზუსტად ჩემს უკან კი არის შევჩენკოს პარკის სათამაშო მოედანი, რომელიც ასევე გახდა რუსული რაკეტის სამიზნე. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ შევჩენკოს პარკი. ის მდებარეობს კიევის ერთ-ერთ მთავარ მუზეუმების ქუჩაზე. ტერორისტების ამ თავდასხმის შედეგად ხანენკოს ხელოვნების მუზეუმი დაზიანდა.

და ასე ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქში — სამოქალაქო, კულტურული, საგანმანათლებლო დაწესებულებები. ვის შეუძლია ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა? ვინ შეიძლება იყოს ბედნიერი ასეთ ობიექტებზე და ასეთ მიწაზე დარტყმით?

ამბობენ, რომ უკრაინა მე-18 საუკუნეში უნდა გადაიყვანონ. მაგრამ ისინი თავად ჩავარდნენ ბევრად უფრო ძველ დროში, ველურების დროს, რომლებადაც საკმაოდ შეგნებულად იქცნენ. უკრაინა კი კვლავ XXI საუკუნეში დარჩება.

კიევმა ნახა სხვადასხვა დამპყრობელი და გადაურჩა ყველა მათგანს. კიევი გადაურჩება ტერორისტების ამ თავდასხმასაც, რომლებსაც არ აქვთ ისტორია, ტრადიცია და კულტურა. ისინი დროებითია. და 70 წელიც რომ იცხოვრონ, ვერაფრის გაგებას ასწრებენ.

უკრაინის შეშინება შეუძლებელია — კიდევ უფრო გააერთიანებთ, უკრაინის შეჩერება შეუძლებელია — კიდევ უფრო დაარწმუნებთ, რომ ტერორისტები უნდა განიარაღდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…