როგორ ვითარდება კონტრშეტევა — ბოლო ცნობები
ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / Facebook
8 ოქტომბერს ზელენსკიმ თქვა, რომ კონტრშეტევის შედეგად უკრაინამ 2 434 კვადრატული კილომეტრი და 96 დასახლებული პუნქტი დაიბრუნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს უკრაინა შეტევაზე გადავიდა, ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს და წარმატებულად ათავისუფლეს დასახლებებს.
- ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, უკრაინის შეტევაზე გადასვლამ ომის მიმდინარეობა შეცვალა, თუმცა ბრძოლები 2023 წლამდე გაგრძელდება.
- მათივე თქმით, ფრონტის ხაზის სტაბილიზაციის შემდეგ, უკრაინის ჯარს ახალი შეტევების დაწყება მოუწევს.
დეტალები: უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინულმა არმიამ 1170კვ.მ-ზე მეტი გაათავისუფლა ხერსონის მიმართულებით.
- ოკუპანტების წარუმატებელი თავდასხმების შესახებ ისაუბრა უკრაინის გენერალურმა შტაბმაც.
- მათი ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები 9 დასახლების რაიონებში, მათმა თვითმფრინავებმა კი 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს მტერსა და მის აღჭურვილობას.
- უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის განცხადებით, ოკუპანტები ძირითადად საჰაერო თავდასხმებზე არიან გადასულები, თუმცა საპასუხო დარტყმებს იღებენ უკრაინის მხრიდანაც.
- 9 ოქტომბერს, დილით უკრაინის საჰაერო ძალებმა სამხრეთ უკრაინაში ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი და კამიკაძე დრონი Shahed-136.
- უკრაინული საზღვაო ძალების მებრძოლებმა 31 დამპყრობელი, 3 ტანკი და 3 საავტომობილო ტექნიკა გაანადგურეს.
ყირიმის ხიდის აფეთქება: 8 ოქტომბერს ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა ქერჩის ხიდიც, რომელიც კრემლის ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლოა. ის 2018 წელს ნახევარკუნძულის ანექსიის გამოცხადებიდან 4 წელში გახსნეს.
- "ეს არის ერთადერთი არტერია, რომელიც აკავშირებდა რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს და მასში გადიოდა სამხედრო მარაგის ძალიან დიდი მოცულობები[...] ხიდზე აფეთქება განსაზღვრას შემდეგ ეპოქას, რომელიც წინ უძღვის ყირიმის გათავისუფლებას", — ამბობს სამხედრო ექსპერტი, რომან სვიტანი.
დატყვევებული რუსი ჯარისკაცები მარცხს აღიარებენ. ერთ-ერთი მათგანი ყვება, როგორ ემზადებოდა ომისთვის 2 დღის განმავლობაში, როგორ იბრძოდა ხარკოვის რაიონში და როგორ დაამარცხეს მისი ოცეული უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 წუთში.
- მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს "ხორცის მობილიზებას", რომელსაც ყოველგვარი მომზადების გარეშე ჩაყრის უკრაინაში.
გათავისუფლებულ რეგიონებში უკრაინელ მებრძოლებს სიხარულით ხვდებიან.
- დეოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელები მასობრივ საფლავებსა და წამების საკნებს პოულობენ.
- წინასწარი ინფორმაციით, ლიმანში ორი სამარხი იპოვეს, მათგან ერთში მშვიდობიანი მოქალაქეების ცალკეული საფლავებია, რომელშიც, სავარაუდოდ, 200-მდე ცხედარია.
- 6 ოქტომბერს მასობრივი საფლავი იპოვეს ხარკოვში — მასში 534 ადამიანის ცხედარი იყო, მათ შორის, 19 ბავშვის; რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილია წამების 22 საკანიც.
- ირპენის, ბუჩასა და სხვა ქალაქების შემდეგ, 447 ადამიანის ცხედრები აღმოაჩინეს ახალგათავისუფლებულ იზიუმშიც.
პარალელურად, რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყება, რომ უკრაინის წინსვლა შეჩერდა და რომ პუტინი "წარმატებულად აგრძელებს იმ ადამიანების დაცვას, რომლებიც კიევის რეჟიმის მიერ წლების განმავლობაში ბულინგსა და გენოციდს ექვემდებარებოდნენ".
- თუმცა, მხოლოდ გასულ ღამეს ზაპოროჟიეზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას 12 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 49 კი დაშავდა. მათ შორის 6 ბავშვია.
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
-
თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს
გადახედვა
-
"3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა "3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა
გადახედვა
-
"თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება? "თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება?
გადახედვა
-
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
-
ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
-
Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ
გადახედვა
-
ცნობილია, რამდენი იზარალეს რუსმა მილიარდერებმა წელს ცნობილია, რამდენი იზარალეს რუსმა მილიარდერებმა წელს
გადახედვა
-
მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო
გადახედვა
-
EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში? EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?
გადახედვა
-
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში
გადახედვა
-
უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის? უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის?
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა
გადახედვა
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
კომენტარები