Impact Hub Tbilisi-ს პროგრამის SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!
საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2022-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ 6 გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი, ხმის მიცემის შედეგად, საზოგადოების რჩეული გახდა. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნესიდეის განსახორციელებლად და დაესწრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს.
2022 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:
- ნებულა • Nebula — სოციალური საწარმო, რომელიც ქმნის სასწავლო ტექნოლოგიას და მსოფლიო დონის კურსებს ზოგადი განათლების საგნებში. Nebula.ge ეხმარება მასწავლებლებს სწავლებაში, ხოლო მოსწავლეებს სწავლაში.
- Virtual Story — ციფრული ინტერაქციული წიგნების აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხარებელს გადამწყვეტი გავლენა იქონიოს ისტორიის მსვლელობაზე.
- Convobridge — შეტყობინებების გაგზავნის ინკლუზიური აპლიკაცია, რომელსაც ინტეგრირებული აქვს ბრაილის კლავიატურა მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის.
"ძალიან დიდი მადლობა Impact Hub Tbilisi-ს ამ შესაძლებლობისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო ინკუბაციის პერიოდი, რომელიც დაგვეხმარა ჩვენი პროექტის საგრძნობლად განვითარებასა და წინსვლაში", — აღნიშნა მირანდა ნამიჭეიშვილმა, Social Impact Award-ის გამარჯვებული გუნდის Virtual Story-ს თანადამფუძნებელმა.
Social Impact Award-ის ფარგლებში წელს 100-ზე მეტი აპლიკაცია შემოვიდა, ჟიურიმ კი 6 ფინალისტი გუნდი შეარჩია, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს თავიანთი იდეების განვითარებაზე და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს.
პროგრამის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები) გაიმართა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომელშიც საერთო ჯამში 150-მდე მსურველი დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.
Impact Hub Tbilisi სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროგრამას უკვე მეექვსე წელია ახორციელებს და აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1500-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 45-მა ფინალისტმა გუნდმა (135 ახალგაზრდა) და დაფინანსდა 22 გამარჯვებული ბიზნესიდეა. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
"Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და ძალიან გვიხარია, რომ ყოველწლიურად სოციალური მეწარმეობის მიმართ ინტერესი იზრდება და კონცეფცია უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ახალგაზრდებისთვის", — აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.
"მოხარული ვართ, რომ თიბისის პროგრამა სტარტაპერი დაარსების დღიდანვე არის Impact Hub Tbilisi-ის მხარდამჭერი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების წახალისება. წლევანდელი გამარჯვებული გუნდების იდეები აქტუალური სოციალური პრობლემების გადაჭრას ეხმაურება, რომლებსაც ბიზნესად ქცევის დიდი პოტენციალი აქვთ", — ანა თოთიბაძე, თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის სერვის ექსპერტი.
Social Impact Award 2022 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები