ოზი ოსბორნმა კოსმეტიკური საშუალებების ხაზი გამოუშვა. მომღერალმა Rock and Roll Beauty-თან დაიწყო პარტნიორობა და დღეიდან კოსმეტიკური საშუალებების საკუთარი ხაზი ექნება.

ოსბორნის კოლექცია 21 განსხვავებული პროდუქტისგან შედგება. სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღება ყველაზე მეტად თვალის ჩრდილის პალიტრამ მიიქცია, რომელსაც კუბოს ფორმა აქვს. კოლექციაში ასევე შედის ტუჩსაცხი, კოსმეტიკური ჩანთა, სარკე, ოზის სტილის ტატუები, ფრჩხილის სტიკერები და ასე შემდეგ.

ფოტო: Rock and Roll Beauty

ოზი ოსბორნის კოლექციის ნივთების ფასები 10 დოლარიდან 25 დოლარამდე მერყეობს. მათი შეძენა როგორც ადგილობრივ მაღაზიებში, ასევე ოზის კოლექციის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ Rock and Roll Beauty-მ ამ წლის დასაწყისში დეფ ლეპარდისა და ჯიმი ჰენდრიქსის კოლექციაც გამოუშვა.