ბექა დავითულიანი

5 Oct. 2022, 15:42

იმ საკითხებზე საჯარო მსჯელობა, რაზეც ხალხის ძალა აპელირებს, ქართულ ოცნებას მიაჩნია არასწორად. იმიტომ რომ თუ რაიმე აზრთა სხვაობაა რაღაც პოზიციებში სტრატეგიულ პარტნიორთან, ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ ეს უნდა გადაწყდეს სტრატეგიულ პარტნიორთან კულუარულად და არ სჭირდება ამას საჯაროდ მსჯელობა. ამიტომ, რატომ არ ესმის ეს ქალბატონ ელჩს, წარმოუდგენელია, ვერ ვხვდები.

თუ ქალბატონი ელჩი მიიჩნევს, რომ მაშინ ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ხალხის ძალას, ერთადერთი საკითხია, რის გამოც ეს ხალხი იქიდან გავიდა და რატომ უნდა გავემიჯნოთ და რატომ უნდა დავკარგოთ უმრავლესობა ამის გამო, ეს არ მოხდება და არასწორი იქნება, ჩემი აზრით.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი აშშ-ს ელჩს, რომელმაც დღეს თქვა, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ანტიდასავლური მოძრაობისადმი დამაბნეველია. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ერთის მხრივ ისმის მესიჯები, რომლებიც ეთანხმება ამ ჯგუფის ნარატივებს, მეორე მხრივ კი პრემიერი და სხვები გამოთქვამენ სურვილს, რომ გაძლიერდეს პარტნიორობა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები

დისნეის პერსონაჟებს ფანები ხშირად გამოსახავენ თავისებური, განსხვავებული და ახლებური ინტერპრეტაციით. ახლახან ამ ტრენდს…