მეცნიერებმა ადამიანის თმისგან ბოსტნეული შექმნეს
რას იტყვით თმისგან დამზადებულ ბოსტნეულზე, მიირთმევდით?
მეცნიერებმა მიაგნეს ახალ ტექნიკას, რის მიხედვითაც ბოსტნეულის წარმოება შეგვიძლია. ეს ადამიანის თმა — ბიონარჩენია.
ინოვაცია ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორ ნგ კი ვოეისა და ჰუ ქსიაომს ეკუთვნით. მათ ამაში ჰარვარდის უნივერსიტეტისა და NTU-ის მკვლევრებიც დაეხმარნენ. ეს ყველაფერი თმისგან შეგროვებული კერატინისგან შეძლეს.
თმის გამოყენება ბოსტნეულის გასაზრდელად
ცილის გარკვეული კლასი, რომელიც ცნობილია როგორც კერატინი, გვხვდება თმაში, კანში, ფრჩხილებში, ცხოველის მატყლსა და ბუმბულში. ვინაიდან კერატინი უხვად არის მატყლში, რქებში, ჩლიქებში და ბუმბულში, მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ მეცხოველეობა ასევე ქმნის კერატინის მნიშვნელოვან რაოდენობას, როგორც ბიონარჩენებს.
აქედან გამომდინარე, მკვლევრებმა გაზარდეს ნათესები ნიადაგის გარეშე, რომელსაც ჰიდროპონიურ მეურნეობას უწოდებენ. შემდეგ სუბსტრატი გამოიყენება როგორც დამხმარე სტრუქტურა და საკვები ნივთიერებებისა და წყლის შესანახი ადგილი.
ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა სალონებიდან მოჭრილი თმის შეძენა დაიწყეს, მისგან კი კერატინი მოიპოვეს. კერატინის შერწყმით ხის რბილობისაგან დამზადებულ ცელულოზის ბოჭკოებთან ის გააძლიერეს. საბოლოოდ, მისი გაშრობით მიიღეს სპონგური ნივთიერება. ამის შემდეგ, რუკოლა და ბოკ ჩოის მცენარეები გაიზარდა.
რა აღმოაჩინეს
გუნდმა აღმოაჩინა, რომ ეს მასალა განსაკუთრებით სასარგებლო იყო წყალზე დაფუძნებული მკვებავი ხსნარის შეწოვასა და შენახვაში. ეს კი ხელს უწყობს მცენარეების ზრდას.
უფრო კონკრეტულად, მას ჰქონდა წყლის შეკავების უნარი, რომელიც 40-ჯერ აღემატება საკუთარ წონას, რაც არანაკლებია ამჟამინდელი ზრდის საშუალებებთან. სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, კერატინის შემცველი ნივთიერება სრულად იხსნება ოთხიდან რვა კვირაში და ამ პროცესში გადაიქცევა მცენარეთა სასუქად. ამასთან, ის არ აბინძურებს გარემოს გადაყრის შემდეგ.
გარდა ამისა, ჩვეულებრივ გარემოში გაზრდილ მცენარეებთან შედარებით, კერატინის პირობებში დარგულ მცენარეებს უფრო გრძელი ფესვები გაუჩნდათ, რაც მათ მეტი წყლისა და საკვები ნივთიერებების შთანთქმის საშუალებას აძლევს.
კომენტარები