Viber Messenger ქართველ მომხმარებლებს გამჭვირვალე შიფრაციას, App-შიდა უსაფრთხოებასა და დამატებით ინსტრუმენტებს სთავაზობს
Rakuten Viber განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მონაცემთა კონფიდენციალურობას და მომხმარებლების უსაფრთხო კომუნიკაციას. ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრის (End-to-End Encryption) გარდა, Viber Messenger უზრუნველყოფს უსაფრთხოების უამრავ სხვა ფუნქციას. კომპანია უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ოპერირებს და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებაზე.
მომხმარებლის უსაფრთხოება Viber-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, 2016 წლიდან, მესენჯერის ყველა ძირითადი ფუნქცია დაცულია ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრით (End-to-End Encryption), მათ შორისაა პერსონალური და ჯგუფური ჩეთები, აუდიო და ვიდეო ზარები და მედია. ასევე დაცულია ყველა დაკავშირებული მომხმარებლის მოწყობილობის უსაფრთხოება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაილი იშიფრება გამგზავნის მოწყობილობიდან მიმღების მოწყობილობამდე. Viber-ის პლატფორმისთვის ცნობილია მხოლოდ სატელეფონო ნომრებს შორის კავშირის ფაქტი. არც მესენჯერს და არც მესამე პირებს არ შეუძლიათ წვდომა გადაცემულ შინაარსზე.
მესენჯერის უსაფრთხოების გარდა, Viber მომხმარებლებს დამატებით პარამეტრებს სთავაზობს, რათა კიდევ უფრო დაიცვას მათი კომუნიკაცია:
- 2-ეტაპიანი ვერიფიკაცია — ამ ფუნქციის წყალობით, Viber Messenger-ის მომხმარებლებს შეუძლიათ დამატებით დაიცვან თავიანთი ანგარიშები PIN კოდითა და ელექტრონული ფოსტით.
ორეტაპიანი ვერიფიკაციის გასააქტიურებლად მომხმარებლებმა უნდა შექმნან ექვსნიშნა PIN კოდი და დაადასტურონ ელ.ფოსტის მისამართი. აღნიშნული PIN-კოდი, Viber-ში შესასვლელადაა საჭირო, როგორც მობილური მოწყობილობიდან, ასევე კომპიუტერიდან. ხოლო თუ კოდი დაგავიწყდებათ, დადასტურებული ელფოსტის მისამართის გამოყენებით, მარტივად შეძლებთ აპლიკაციაში შესვლას. არაავტორიზებული მომხმარებლები, PIN-კოდის გარეშე, ვერ შეძლებენ თქვენი Viber ანგარიშის დეაქტივაციას კომპიუტერზე.
- შეტყობინებების გაქრობა პირად და ჯგუფურ ჩეთებში — აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც პირად, ასევე, ჯგუფურ ჩეთებში. მასთან ერთად შეგიძლიათ დააყენოთ თვითგანადგურების ტაიმერი და დანიშნულ დროს, გაგზავნილი შეტყობინება უბრალოდ გაქრება. იქნება ეს შეტყობინება, ფოტო, ვიდეო ან სხვა ტიპის ფაილი, ტაიმერის დაყენება შესაძლებელია 10 წამზე, წუთზე, საათზე ან დღეზე. შეტყობინების წასაშლელად ავტომატური ათვლა დაიწყება მაშინ, როგორც კი მიმღები მას წაიკითხავს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ თქვენი საუბრის პარტნიორი ან ჯგუფური ჩეთის წევრი აკეთებს ასეთი შეტყობინების სქრინშოტს, Viber შეტყობინებას გამოგიგზავნით. ამ ინსტრუმენტის გასააქტიურებლად, თქვენ უნდა გახსნათ ჩეთი, დააწკაპუნოთ ქვედა პანელზე, წამმზომის ხატულაზე და აირჩიოთ შეტყობინების გაქრობის დრო.
- ფარული ჩეთები — Viber გაძლევთ საშუალებას დამალოთ გარკვეული ჩეთები ზოგადი ჩეთების სიიდან. მათზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული PIN კოდის შეყვანით.
ფუნქცია განსაკუთრებით საჭიროა იმ შემთხვევაში, თუკი მობილურ მოწყობილობაზე, რომელშიც მესენჯერია დაინსტალირებული, რამდენიმე ადამიანს აქვს წვდომა. იმისთვის, რომ Android-ის ოპერაციულ სისტემაში ჩეთი არ გამოჩნდეს, თქვენ უნდა დააჭიროთ ხანგრძლივად იმ საუბარზე, რომლის დამალვაც გსურთ და აირჩიოთ შესაბამისი ვარიანტი. ხოლო iOS-ზე, თქვენ უნდა გაწიოთ ჩეთი მარცხნივ, აირჩიოთ "დამალვა" და დააყენოთ PIN კოდი.
- Viber-ზე კოდის დაყენება კომპიუტერის ვერსიისთვის — Viber გაძლევთ საშუალებას დააყენოთ PIN კოდი აპლიკაციის დესკტოპ ვერსიაზე, რათა ვინმემ არ შეძლოს მომხმარებლის საუბრებზე წვდომა. პაროლის დასაყენებლად გახსენით Viber თქვენს კომპიუტერში, დააწკაპუნეთ ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ სამ წერტილს და აირჩიეთ "Viber ეკრანის დაბლოკვა".
- ნანახი და ონლაინ სტატუსის დამალვა — Viber საშუალებას გაძლევთ დამალოთ თქვენი შეტყობინებების ნახვის სტატუსი და თქვენი მიმდინარე სტატუსი აპლიკაციაში. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ ამ პარამეტრების ხილვადობა მესენჯერის პარამეტრებში კონფიდენციალურობის განყოფილებაში.
- სურათის დამალვა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ არიან თქვენს კონტაქტებში — მესენჯერში შეგიძლიათ თქვენი პროფილის სურათი უხილავი გახადოთ სხვა მომხმარებლებისთვის. ამისათვის გამორთეთ ფუნქცია აპლიკაციის კონფიდენციალურობის პარამეტრებში: განყოფილება მეტი-პარამეტრები- კონფიდენციალურობა-გამორთეთ პარამეტრი ფოტოს ჩვენება.
- შეტყობინების მოთხოვნები — Viber-ზე, უცნობი მომხმარებლების ჯგუფურ ჩეთში ან არხში შეერთების მოსაწვევები ავტომატურად განთავსდება შეტყობინების მოთხოვნების საქაღალდეში. მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია მიიღოს მოწვევა. Viber-ში ეს ფუნქცია ავტომატურადაა გააქტიურებული.
- ჯგუფში დამატების კონტროლი — თქვენ შეგიძლიათ შეზღუდოთ იმ ადამიანების დიაპაზონი, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი დამატება სხვადასხვა ჯგუფებში.
- ბრენდების ვერიფიკაცია — Viber-ზე, ბრენდის ან ორგანიზაციის დამოწმებულ ბიზნეს ანგარიშს აქვს ლურჯი ნიშა, რომელიც ადასტურებს მის ავთენტურობას.
Rakuten Viber-ის შესახებ:
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან, ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები