რა იცი, რა ხდება?! ცხოვრებაში ხშირია მოულოდნელობები, ამ მოვლენებთან მშვიდად გამკლავებაში კი ირაო სახლის დაზღვევა — ოდა დაგეხმარებათ.

თუ თქვენ ფლობთ საცხოვრებელ ბინას ან სახლს, მაშინ მისი დაზღვევა ნამდვილად გჭირდებათ! ირაოს ახალი პოლისი ოდა გთავაზობთ ქონების დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას უფრო მშვიდსა და დაცულს გახდის.

ოდას პირობები მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე, მასთან ერთად თქვენს ქონებაზე ზრუნვა და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილება უფრო გაგიმარტივდებათ.

ოდა გაზღვევთ ისეთი რისკებისგან, როგორიცაა:

  • გაქირავებული ქონების შემთხვევაში დამქირავებლის მიერ დაქირავებული ქონების დაზიანება მისი დაუდევრად ფლობის და განკარგვის შედეგად;
  • მეზობლის ფართიდან წყლის გამოჟონვა;
  • ძარცვა და ყაჩაღობა;
  • ფიქსირებული მინის დაზიანება;
  • ხანძარი, აფეთქება;
  • კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლა;
  • მესამე პირთა ვანდალიზმი;
  • სტიქიური მოვლენები.

პოლისის სარგებლობისას ასევე დააზღვევთ შიგთავსს, რაც გულისხმობს ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შიდა მოპირკეთების, მაგალითად იატაკის, ფანჯრების, კარების დაზიანების ხარჯების ანაზღაურებას.

ეს პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, თუ საკუთარ ბინას ან სახლს აქირავებთ. დაზღვეული იქნებით დამქირავებლის მიერ ქონების დაზიანებისგან მისი დაუდევრად ფლობისა და განკარგვის შემთხვევაში. მაგალითად, თუ დამქირავებელი დატოვებს ჩართულ უთოს, რის შედეგადაც დაზიანდება ავეჯი, პოლისი ოდა დაფარავს მიყენებული ზარალის ხარჯს. ოდა დაგაზღვევთ ქურდობისა და ყაჩაღობის შემთხვევაშიც.

დაზღვევისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის დატოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე, ან დაუკავშირდით ირაოს:

  • 032 2 94 99 49