ტიმოთი შალამე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია, რომელიც საზოგადოებამ 2017 წლის ფილმით Call Me By Your Name გაიცნო. მას შემდეგ მისი კარიერა და პოპულარობა დღითი დღე იზრდება და ახლა უკვე ისეთი ვარსკვლავების გვერდით მუშაობს, როგორებიც ჯენიფერ ლოურენსი, მერილ სტრიპი, კეიტ ბლანშეტი და ლეონარდო დიკაპრიოა. ამ უკანასკნელმა მას მეგობრული რჩევაც მისცა 2021 წლის ფილმზე Don't Look Up მუშაობისას: "არა ძლიერ ნარკოტიკებს და არა ფილმებს სუპერგმირებზე."

ტიმოთის თქმით, რჩევა სიხარულით მიიღო, რადგან პანდემიის პერიოდში ზრდასრულობისთვის მომზადება კარგად ვერ შეძლო და ჯერ კიდევ თვითგამორკვევას ცდილობს. შესაძლოა, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არჩევს როლებს ასე ყურადღებით.

"როცა წარმატებას მივაღწიე, ვიგრძენი, რომ არ მინდოდა ჩემი კარიერა სხვებისთვის თუ ჩემთვის მხოლოდ ფულის კეთების გზა ყოფილიყო," — განაცხადა მან ბრიტანულ ვოგთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ის პირველი კაცია, რომელიც ბრიტანული ვოგის 106 წლიან ისტორიაში მის გარეკანზე მარტოა გამოსახული.