10 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა სხვა ვარსკვლავებს წაკბინეს
ვარსკვლავის სტატუსს წარმოუდგენელ პოპულარობასა და ფუფუნებასთან ერთად კრიტიკის წვიმაც მოაქვს თან, რომელიც მეტწილად საავდრო ღრუბელივით განაწყენებული საზოგადოებისა და მედიის მხრიდან მოემართება. არც თუ ისე ხშირია შემთხვევა, როდესაც თავად სელებრითი აკრიტიკებს სხვა სელებრითს. "ვარსკვლავურ ომებს" ერთმანეთის რეპუტაციისა და საქმიანი ურთიერთობების დაზიანების გამო მეტწილად გაურბიან, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა ვარსკვლავი ღიად დაუპირისპირდა მეორე ვარსკვლავს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 შემთხვევას, როცა ვარსკვლავებმა სხვა ვარსკვლავებს წაკბინეს:
1. ჯენიფერ ლოპესი VS ვაინონა რაიდერი
90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი ჯენიფერ ლოპესმა ღიად გააკრიტიკა: "არასდროს ვყოფილვარ მისი დიდი გულშემატკივარი. ჰოლივუდში ის გაღმერთებულია, ოსკარებზეა წარდგენილი, მაგრამ არასდროს მსმენია ხალხს ან ჩემს მეგობრებს მასზე ეთქვათ — 'ო, მე ის მიყვარს!'"
2. ჯენიფერ ლოპესი VS კამერონ დიაზი
ფოტო: JOHN SHEARER / GETTY IMAGES
ფოტო: STUART C. WILSON / GETTY IMAGES
ჯენიფერ ლოპესს კამერონ დიაზზეც აღმოაჩნდა სათქმელი: "იღბლიანი მოდელი, რომელსაც უამრავი შესაძლებლობა მისცეს. ვისურვებდი, უფრო მეტი გაკეთებინა ამ შესაძლებლობებით. ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილში რომ ვნახე, ვიფიქრე, რეჟისორის დახმარებით შეუძლია, კარგიც იყოს."
3. მართა სტიუარტი VS გვინეტ პელტროუ
ფოტო: Christopher Polk / Getty Images
ფოტო: Nathan Congleton / TODAY
მართა სტიუარტმა გვინეტ პელტროუს ბრენდზე, "გუპზე", საუბრისას, რომელიც თანამედროვე ჯანსაღი ცხოვრების სტილის შესახებ გვაძლევს რჩევებს, აღნიშნა: "ის კინოვარსკვლავია. თავის სამსახიობო ხელოვნებაში დარწმუნებული რომ იყოს, არ შეეცდებოდა, მართა სტიუარტი ყოფილიყო".
4. მართა სტიუარტი VS ბლეიკ ლაივლი
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
მართას საკბილო გახდა ბლეიკ ლაივლის მიერ თავისი ცხოვრების სტილის შესახებ შექმნილი ბლოგიც: "სულელურია. მას შეეძლო, მსახიობი ყოფილიყო. რატომ უნდა მოგინდეს ჩემი ადგილის დაკავება, თუ შეგიძლია მსახიობი იყო?"
5. ბრაიან კოქსი VS ჯონი დეპი
ფოტო: PA News Agency
ფოტო: Samir Hussein / Getty Images
ბრაიან კოქსმა ფილმზე ედვარდ მაკრატელხელება საუბრისას ჯონი დეპის სამსახიობო ხელოვნებასთან დაკავშირებით აღნიშნა: "მოდი, ვაღიაროთ, ასეთი ხელებითა და გათეთრებული, დაშრამული სახით მეტი არაფრის გაკეთება აღარ გჭირდება და არც მას გაუკეთებია რამე".
6. ბრაიან კოქსი VS კვენტინ ტარანტინო
ფოტო: Kirsty O’Connor / PA
ფოტო: AP
იმავე ბრაინ კოქსს არც კვენტინ ტარანტინო შეუმკია: "მისი შემოქმედება ჩემთვის მყვირალაა. ძალიან ზედაპირულია. სტილი იქ, სადაც უნდა იყოს შინაარსი. Pulp Fiction-ს ბოლომდე ვერ ვუყურე".
7. კურტ კობეინი VS Guns N’ Roses
ფოტო: Kevin Mazur / WireImage
ფოტო: WireImage
კურტ კობეინმა, რომელიც ნირვანას წამყვანი მომღერალი იყო, Guns N’ Roses გაკენწლა: "ჩვენ არ ვართ ტიპიური Guns N’ Roses-ის მსგავსი ჯგუფი, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი."
8. ბლეიკ შელტონი VS ბრიტნი სპირსი
ფოტო: Getty Images
ფოტო: C Flanigan / FilmMagic
ბლეიკ შელტონმა ბრიტნი სპირსს ფონოგრამაზე სიმღერაში დასდო ბრალი და განაცხადა: "თუ ცოცხალი მუსიკა არ მოგწონთ, მაშინ უნდა წახვიდეთ და ბრიტნი სპირსი ნახოთ."
9. კარლ ლაგერფილდი VS პიპა მიდლტონი
ფოტო: Jamie McCarthy / Getty Images
ფოტო: Getty Images
კარლ ლაგერფილდმა პიპა მიდლტონი უფროს დას, ქეითს, შეადარა და განაცხადა: "ქეით მიდლტონს მშვენიერი სილუეტი აქვს და სწორი არჩევანია პრინც უილიამისთვის. მე მომწონს ამ ტიპის ქალი. მომწონს რომანტიკული სილამაზეები. მეორე მხრივ, მის დას უჭირს. დის სახე არ მომწონს. მან მხოლოდ ზურგი უნდა აჩვენოს."
10. მეგან ფოქსი VS მაიკლ ბეი
ფოტო: Scott Dudelson
ფოტო: Greg Gorman
მეგან ფოსქმა პროდიუსერი და რეჟისორი მაიკლ ბეი ჯერ ნაპოლეონს, შემდეგ კი ჰიტლერს შეადარა: "მაიკლს უნდა, გადაღების დროს ჰიტლერი იყოს და არის კიდეც. მაგრამ გადასაღები მოედნიდან როცა გაგყავს და რეჟისორის ამპლუაში აღარ არის, მისი ტიპაჟით ვერთობი, რადგან ძალიან მოუხერხებელია, უიმედოდ მოუხერხებელი. საერთოდ არ აქვს სოციალური უნარები."
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები