ედუარდ სააკაშვილი

10 Sep. 2022, 11:51

მამაჩემი თითქმის 1 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში, ეს იყო პოლიტიკური სვლა და მას ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური მიზნები. მან ამ მიზნებს ვერ მიაღწია, ამაზე შეგვიძლია ყველა შევთანხმდეთ. პოლიტიკურად ეს იყო, პრინციპში, მარცხი. ბევრი დაპირების შემდეგ, მისი ჩამოსვლა არ გადაიზარდა იმ გარდამტეხ მომენტში, როგორც ეს იყო დაანონსებული.

ჩემი აზრით, იგი დამარცხებულ პოზიციაშია და ვფიქრობ, თავადაც ასე უყურებს საკუთარ თავს. ამჟამად, ცუდადაა, ძალიან ცუდად, ავად და რა შეიძლება რომ მოხდეს, ეს პოლიტიკური ნების საკითხია ხელისუფლების მხრიდან. დღეს ის ხელისუფლებისთვის აღარ წარმოადგენს პოლიტიკურ ოპონენტს, რომელიც უნდა განეიტრალდეს. [...]

მამაჩემის ნათქვამს ხშირად სკეპტიკურად ვუყურებ. მე ვიცი, რომ ის იცვლის სტრატეგიას ხშირად... ამ მომენტში ჩემთვის სარწმუნოა, რადგან ის ჩამოვიდა საქართველოში, გარკვეული გეგმით, გარკვეული წარმოდგენით საკუთარ თავსა და იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის ქვეყანაში. მას ჰქონდა მსოფლმხედველობა წლების განმავლობაში, რომ მას აქვს გარდამტეხი როლი საქართველოს ისტორიაში და რომ მისი ჩამოსვლით პროცესები დაიძვრება — ეს იყო მოცემულობა. აღმოჩნდა, რომ მის ჩამოსვლას არ მოჰყვა ეს ყველაფერი. თითქმის 1 წელია ის ზის ერთ ოთახში და უწევს ამ ფაქტთან შეგუება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ