ედუარდ სააკაშვილი

29 Nov. 2022, 23:15

ბოლო დღეებში უფრო და უფრო აშკარა გახდა მეტი ადამიანისთვის, რომ მამაჩემის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. ამაზე ექიმებიც ძალიან ღიად საუბრობენ და თუნდაც რატი ბრეგაძის დღევანდელი პრესკონფერენცია ამაზე მეტყველებს ჩემი აზრით. უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უჭირთ უარყონ ეს რეალობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ეს არის, ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ თვალსაზრისით მივესალმები. [...]

როდესაც ბრეგაძის პრესკონფერენცია ჩავრთე, თავიდან ვიფიქრე, რამეს ხომ არ დააანონსებენ თქო, მაგრამ მან რეალურად სიმართლე თქვა, რომ ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი. მათ კანონიერად არ აქვთ ამის უფლება. ამ ეტაპზე, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს.

უმრავლესობა ხვდება უკვე, რომ სიტუაცია ძალიან მძიმედაა და ვფიქრობ, რომ ახლა არის ის სიტუაცია, რომ შეიძლება ველოდოთ, რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან. მე არ ვიტყვი რომ კომპრომისია, იმიტომ რომ ლოგიკური, სამართლიანი სვლა არის და იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ყველანაირად და დასაფასებელი. მე მაქვს რაღაც მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. რა თქმა უნდა, ჯობია ადრე ვიდრე გვიან, მაგრამ რთული წარმოსადგენია, ეს სიტუაცია შენარჩუნდეს.

თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლების მიზანი მართლა არ არის, რომ ვთქვათ მისი სიცოცხლე მოსპონ, მე არ მგონია, რომ ეს არის მათი მიზანი, მაშინ რაღაც ტიპის ცვლილება საჭირო ხდება უბრალოდ და ალბათ მალე. ზუსტად დროს ვერ გეტყვით, მაგრამ მე ბოლო თვეებში, კვირებში უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე. ამ ოპტიმიზმის მიზეზი სამწუხაროდ ისაა, რომ ძალიან მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…