რატომ არ უნდა ვითმინოთ წელის ტკივილი და ვის მივმართოთ სამკურნალოდ — ნევროლოგის რჩევები
ფოტო: თოდუას კლინიკა
იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც წელის ტკივილს თუნდაც ერთხელ არ შეუწუხებია. ბევრია ჩვენს შორის ისეთიც, ვისაც ქრონიკულად ახასიათებს ეს გაუსაძლისი ტკივილი და თავს თვითმკურნალობით, ტკივილგამაყუჩებლებით და რაღაც ხალხური მეთოდებით შველის, უფრო სწორად, ცდილობს უშველოს. ერთი კი ცხადია, რომ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მოქმედება მხოლოდ დროებითია და განკურნება მხოლოდ სწორი მკურნალობითაა შესაძლებელი. თოდუას კლინიკაში ექიმი-ნევროლოგები წელის ტკივილის — იგივე ლუმბაგოს სამკურნალოდ ყველაზე თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს იყენებენ და შედეგიც სახეზეა — ცხოვრების ხარისხი უბრუნდებათ პაციენტებს.
რას ნიშნავს წელის ტკივილი, რა არის ლუმბაგო და რატომ არის მნიშვნელოვანი კვალიფიციური მკურნალობა ამ პათოლოგიის აღმოსაფხვრელად — ამ თემებზე ფრიდონ თოდუას კლინიკის ექიმი ნევროლოგი ნათია იაშვილი საუბრობს.
წელის ტკივილი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საზოგადოებაში. რა იწვევს მას და ყველა შემთხვევაში ნევროლოგიური პრობლემაა ამ დროს, თუ სხვა პათოლოგიებიც იწვევს ასეთ ტკივილს?
ლუმბაგო — ანუ წელის ტკივილი, ტკივილის სინდრომებს შორის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ტკივილის განვითარებისა და გაჩენის უამრავი გამომწვევი მიზეზი არსებობს. წარმოშობის მიხედვით, გამოარჩევენ ორი ტიპის:
ვერტებროგენული — ხასიათდება იმით, რომ იგი პირდაპირ კავშირშია ხერხემლის დაზიანებასთან ან დაავადებებთან;
არავერტებროგენული — გამოწვეულია სხვა ეტიოლოგიური ფაქტორებით, მაგალითად, სომატური დაავადებებით ან ფსიქოგენური მიზეზებით. ისინი შეიძლება საერთოდ არ იყოს დაკავშირებული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებთან და გვერდითი პრობლემების შედეგს წარმოადგენდნენ. მაგალითად, ფიზიკური დატვირთვები, უხერხული მოძრაობა, სიმძიმეების აწევა, ხანგრძლივად მუშაობა კომპიუტერთან ან ავტომობილის ხანგრძლივი მართვა, ჭარბი წონა, სიმსივნე, ინფექცია, ართრიტი, ტრავმა, მენჯის ღრუს ორგანოთა სხვადასხვა დისფუნქცია — ყველაფერი ეს წელის ტკივილის განვითარებას იწვევს.
ადამიანები, ვინც წელის ტკივილს პერმანენტულად უჩივიან, უმეტეს შემთხვევაში თვითმკურნალობას მიმართავენ. რატომ არის აუცილებელი ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვა?
წელის ტკივილი, შესაძლოა ერთ–ერთი სიმპტომი იყოს, რომლის დროსაც შესაძლოა უფრო რთულ პათოლოგიასთან გვქონდეს საქმე. ბევრი სომატური დაავადების პირველადი ნიშანი და ჩივილი შეიძლება იყოს წელის ტკივილი. ამიტომ არ უნდა მიმართონ თვითმკურნალობას დროული მიმართვა ექიმთან აუცილებელია რათა დაისვას დიაგნოზი და შესაბამისად შევარჩიოთ სწორი მკურნალობის მეთოდი.
თუ არსებობს კონკრეტული სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა ნევროლოგს უნდა მიმართოს?
ტკივილის ხანდაზმულობა — თუ ტკივილი ხანგრძლივია 6 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, ასევე მწვავე ტკივილი, რომელიც არ იხსნება ანალგეზიური საშუალებების მიღებისას, თუ თან ახლავს ნევროლოგიური დეფიციტი — სისუსტე კიდურში, იწვევს ფუნქციურ უუნარობას, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროულად მიმართონ ექიმს
რომელ ასაკობრივ ჯგუფებში უფრო ხშირად იჩენს თავს წელის ტკივილი და თანამედროვე მედიცინას რა შესაძლებლობები გააჩნია ამ ნევროლოგიური პრობლემის სამკურნალოდ?
წელის ტკივილი გვხვდება ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში და სქესის მიუხედავად. იგი სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება მოსახლეობის 84%-ს შეეხოს. არ არის კავშირი სქესთან თანაბრად გვხვდება ქალებში და კაცებში.
ნევროლოგიური პრობლემებით გამოწვეული წელის ტკივილის მკურნალობა რა შემთხვევაში ხდება მედიკამენტოზურად, სპეციალური ვარჯიშებით და რა ეტაპზე ხდება გარდაუვალი ქირურგიული ჩარევა?
რადგან წელის მალებს უწევთ მთელი სხეულის მასის მაქსიმალური დატვირთვის გაძლება. წელის ტკივილის გამომწვევი ძირითადი რისკფაქტორებია ხერხემლის განვითარების დარღვევები (საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია) და დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები მასში (ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი). თუმცა ყველაზე ხშირია წელის არეში მალთაშუა დისკის თიაქარი რომლის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია.
თოდუას კლინიკა თავიდანვე ცნობილი იყო ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. ნევროლოგიის მიმართულებით რა ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვს კლინიკას, რომელიც გამოგარჩევთ სამედიცინო მომსახურების ბაზარზე?
დიაგნოზის დასასმელად და მართვის დასაგეგმად საჭიროა დამატებით ინსტრუმენტული გამოკვლევები (რენტგენოგრაფია, დენსიტომეტრია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია). ყველა გამოკვლევა უახლესი აპარატურით წარმოდგენილია თოდუას კლინიკაში.
წელის ტკივილის არაქირურგიული, მაგრამ ეფექტიანი მკურნალობისთვის რა წინაპირობები არსებობს — დროული მომართვიანობა, ცხოვრების წესის შეცვლა, თუ სხვ?
წელის ტკივილის შემთხვევაში უნდა მიმართოთ დახმარებისთვის კვალიფიციურ ნევროლოგს. სწორედ ანამნეზის შეკრება, ფუნქციური უნარის შეფასება და ნევროლოგიური გასინჯვა საკმარისია ავადმყოფის შესაფასებლად. უკვე ნევროლოგი დაგეგმავს გამოკვლევების გეგმას და დიაგნოზის დასმისთანავე გადაწყვეტს, რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება პაციენტს მხოლოდ მედიკამენტური თუ კომბინირებული ფიზიოთერაპია და რეაბილიტაციური ღონისძიებები.
ორსულ ქალებში ხშირია წელის ტკივილი. რას ურჩევთ მათ, რომ მეტ-ნაკლებად თავიდან აირიდონ ეს პრობლემა?
ორსულებისთვის იდეალური გამოსავალია, რომ მეტი იმოძრაონ, ნაკლებად დაიტვირთონ და წონაში ბევრი არ მოიმატონ, რომ კიდევ უფრო არ დავტვირთოთ ხერხემალი ზედმეტი წონით.
რას ურჩევდით მოქალაქეებს, რა უნდა გააკეთონ ყოველდღიურ ცხოვრებაში საიმისოდ, რომ შეამცირონ ნევროლოგიური პრობლემებს განვითარება ხერხემალზე, რაც ასე ხშირად გვხვდება საზოგადოებაში?
ჯანსაღი ცხოვრების წესი და მეტი ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს ხერხემლის ნევროლოგიური პრობლემების რისკებს.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები