პოლონეთში ნაპოვნ "ვამპირის" ჩონჩხს ყელთან ნამგალი ჰქონდა მიბჯენილი, რათა არ გაცოცხლებულიყო
პოლონეთში მდებარე XVII საუკუნის სასაფლაოზე არქეოლოგებმა "ვამპირის" ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელსაც ყელთან ნამგალი ჰქონდა მიბჯენილი, რათა გაცოცხლების შემთხვევაში არ წამომდგარიყო.
ქალს თავზე აბრეშუმის ქუდი ეფარა, რაც ნიშნავს, რომ ის მაღალი სოციალური სტატუსით სარგებლობდა. მას, ასევე, წინ წამოწეული ზედა კბილი ჰქონდა. რაც მთავარია, ნამგალი სხეულთან ისე იყო მოთავსებული, რომ თუ გაცოცხლებული წამოდგომას შეეცდებოდა, თავი მოეკვეთებოდა ან ყელის მიდამო დაუზიანდებოდა.
შეგახსენებთ, რომ XI საუკუნეში აღმოსავლეთ ევროპაში ვამპირების ციებ-ცხელება დაიწყო. ხალხს ეშინოდა, რომ ცხედრები სისხლისმსმელ არსებებად გადაიქცეოდნენ, ამიტომ ამის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ.
XVII საუკუნეში პოლონეთში ეს მეთოდები უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო. მაგალითად, მკვდრისთვის თავის ან ფეხების მოკვეთა, სახით მიწისკენ დაწვენა, დაწვა, ქვებით ჩაქოლვა, ლითონის სარზე წამოგება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ქალის ჩონჩხის მარჯვენა ტერფის ცერა თითი ბოქლომით მეორე ფეხზე იყო მიმაგრებული, რასაც სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონოდა. ეს ამქვეყნად დაბრუნების შეუძლებლობაზე მიუთითებდა.
კომენტარები