აი, რა უნდა იცოდე, თუ მეორადი ნივთების ონლაინ ყიდვა-გაყიდვა გინდა
ფოტო: Mymarke
მეორადი ნივთებით ვაჭრობა ბოლო დროს სულ უფრო ტრენდული ხდება. თუ აქამდე ყველაზე ხშირად მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდნენ, ახლა სულ უფრო აქტუალური ხდება ავეჯით, ტექნიკით თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვა-გაყიდვა, რასაც მრავალი მიზეზი აქვს.
21-ე საუკუნეში მსოფლიო მეტად დაფიქრდა იმაზე, თუ როგორ საფერთხეში აყენებს ბუნებას მილიარდობით ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. ასე რომ, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეკომეგობრული გადაწყვეტილებების მიღება. მეორადი ნივთების შეძენა სწორედ გარემოზე ზრუნვითაა ნაკარნახევი. ამასთან, მეორადი ნივთის შეძენისას თანხის დაზოგვა და მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ. ასე მეორად ნივთს, რომელსაც უკვე დიდი ისტორია აქვს, ახალ სიცოცხლესაც შესძენთ.
მეორადი ნივთებით ვაჭრობა საქართველოშიც აქტუალურია, ახლა კი Mymarket-ის დახმარებით სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლიათ სასურველი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა.
Mymarket-ის მეორადი ნივთების ყიდვა-გაყიდვის ინოვაციური სერვისი
თუ Mymarket-ით გისარგებლიათ, შესაძლოა, ონლაინ შოპინგის ამ პლატფორმის უნიკალური და ინოვაციური სერვისის შესახებ უკვე გსმენიათ. ხოლო, თუ აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ ახლა გაიგეთ, დროა, თქვენს კარადებში, საკუჭნაოში ან სახლის სხვენში გადანახულ ნივთებს გადაავლოთ თვალი. Mymarket ერთი შეხედვით მივიწყებული, თუმცა სხვებისთვის სასარგებლო ნივთების გაყიდვასა და დამატებითი შემოსავლის წყაროს მიღებაში დაგეხმარებათ, ხოლო მყიდველებს ნივთების კომფორტულად შეძენის შესაძლებლობას აძლევს.
აქ მეორადი ნივთების შეძენა როგორც საფასურის ერთიანად გადახდით ან ერთგული ქულების გამოყენებით, ისე თიბისის ონლაინ განვადებით შეგიძლიათ.
როგორ უნდა ივაჭროთ მეორადი ნივთებით Mymarket-ზე მარტივად და უსაფრთხოდ
Mymarket-ზე მეორადი ნივთების გაყიდვა თუ ყიდვა მარტივად შეგიძლიათ. ნივთის ონლაინ გაყიდვისთვის მხოლოდ რამდენიმე ველი უნდა შეავსოთ: მიუთითოთ, რომ ნივთის ონლაინ გაყიდვა გსურთ, მიუთითოთ პროდუქტის მდებარეობა, რაოდენობა, წონა და ანგარიშის ნომერი, სადაც გაყიდვისას გამომუშავებული თანხის ჩარიცხვა გსურთ.
მყიდველი კი შეკვეთას ისევე აფორმებს, როგორც ახალი ნივთის შეძენისას: აირჩევთ ღილაკს — ყიდვა, გადახვალთ შეკვეთის გაფორმების გვერდზე და ძირითადი ინფორმაციის მითითებისთვის მისამართის დამატების ველიდან ვინაობას, პირად ნომერს, ქალაქსა და დეტალურ მისამართს მიუთითებთ.
ამასთან, არასათანადოდ შენახული ნივთის შეძენისგან დაზღვეული ხართ, შეკვეთის გაფორმების შემდეგ კურიერი ნივთს ადგილზე მოგიტანთ, 15 წუთით დაგელოდებათ, რა დროსაც ნივთის მდგომარეობის გადამოწმებას შეძლებთ და დაიტოვებთ ან გამყიდველს დაუბრუნებთ.
Mymarket სანდო, ონლაინ თაღლითებისგან მაქსიმალურად დაცული პლატფორმაა, თუმცა სანამ ნივთის შეძენას გადაწყვეტ რამდენიმე დეტალი მაინც უნდა გაითვალისწინო: ყურადღება მიაქციე ვებსაიტის ბმულის სისწორეს და ისარგებლე საიტით, რომლის მისამართიც https:// პრეფიქსით იწყება და მარცხნივ ბოქლომის ნიშანიც ხილულია. Mymarket-ით სარგებლობა მარტივად, მხოლოდ საიტით სარგებლობით შეგიძლია და ნუ ენდობი შეტყობინებებს, რომლებიც კომპანიის სახელით შენი ნდობის მოპოვებას ცდილობენ.
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა
კომენტარები