მიხეილ სააკაშვილი

30 Aug. 2022, 15:08

ზელენსკის გეგმამ იმუშავა — ევროკავშირი აპირებს გააუქმოს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობას დაახლოებით ათჯერ შეამცირებს. ესტონეთმა, ლატვიამ, ფინეთმა, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ჩეხეთმა უკვე პრაქტიკულად გააუქმეს ვიზების გაცემა. ეს ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ტურისტი, ვისაც ევროპა უარს ეტყვის, ტურისტის საფარქვეშ მიგრანტად ჩამოვა საქართველოში.

ხერსონის აღების შემდეგ უკრაინის სამხრეთის დანარჩენი ოკუპირებული ნაწილი და ყირიმი ძალიან ადვილ სამიზნედ გადაიქცევა და ძალიან მკვეთრად გაიზრდება უკრაინელების ისედაც ძალიან მაღალი მორალი და მოტივაცია. ამას ემატება ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთი მეორის მიყოლებით ხოცავენ მტრის მხარეს გადასულ თანამდებობის პირებს. მათ შორის, გუშინ მოკლეს უკრაინის პარლამენტის მტრის მხარეს ღიად გადასული ერთადერთი დეპუტატი კოვალიოვი. ასევე, პოლიციის უფროსი და რაიონის ხელმძღვანელი.

რუსეთის გამარჯვების გულშემატკივრები მომიკითხეთ. გულის წვეთები მოიმარაგონ ყოველ შემთხვევაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  2. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
  3. "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
  4. EU-ის ლიდერები აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევიან — რეგიონში ვიზიტების ფარგლებში საქართველოში სტუმრობა არ იგეგმება
  5. რუსი წყვილი, რომელიც Empire State Building-ზე ნიშნობისთვის ავიდა, დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი" — თინა ბოკუჩავა საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ენმ-ს მოქმედმა თავმჯდომარმ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ "ძალიან სერიოზული სინდისის…